შინაარსზე გადასვლა

დიდიე რაცირაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდიე რაცირაკა
დიდიე რაცირაკა
დიდიე რაცირაკა 1997 წელს
მადაგასკარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 თებერვალი, 1997 – 5 ივლისი, 2002
წინამორბედინორბერტ რაცირაონანა
მემკვიდრემარკ რავალომანანა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 1975 – 27 მარტი, 1993
წინამორბედიჟილ ანდრიამააცო
მემკვიდრეალბერტ ზაფი

დაბადებული4 ნოემბერი, 1936
ბატუმანდრი, ფრანგული მადაგასკარი
გარდაცვლილი28 მარტი, 2021 (84 წლის)
ანტანანარივუ, მადაგასკარი
ეროვნებამალაგასიელი

დიდიე რაცირაკა (ფრანგ. Didier Ratsiraka; დ. 4 ნოემბერი, 1936, ბატუმანდრი, მადაგასკარი — გ. 28 მარტი, 2021, ანტანანარივუ, მადაგასკარი) — მადაგასკარის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1975–1993 და 1997–2002 წლებში. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მჭიდრო კავშირები დაამყარა საბჭოთა კავშირთან. დააარსა პარტია მალაგასიის რევოლუციის ავანგარდი და დაამყარა ერთპარტიული მმართველობა.

დაამთავრა უმაღლესი სახმედრო-საზღვაო სასწავლებელი. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1972–1975 წლებში გაბრიელ რამანანცუას პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1975 წლის თებერვლიდან იყო სამხედრო დირექტორიის ერთ-ერთი წევრი, ხოლო ამავე წლის ივნისიდან ქვეყნის პრეზიდენტი.

საბჭოთა კავშირის დაშლამ და საბჭოური დახმარების შეწყვეტამ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რაცირაკა იძულებული გახდა 1992 წლის ნოემბერში ჩაეტარებინა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ტური გაიმართა 1993 წლის თებერვალში, რომელშიც სოლიდური უპირატესობით დამარცხდა ალბერტ ზაფისთან (ზაფიმ მიიღო ხმების 66,74 %, ხოლო რაცირაკამ - 33,26 %)[1]. ამის შემდეგ გაემგზავრა საფრანგეთში. სამშობლოში დაბრუნდა 1996 წელს და მონაწილეობა მიიღო მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჯერად არჩევნების მეორე ტურში ალბერტ ზაფისთან მიაღწია მცირედ უპირატესობას (50,71 % და 49,29 %)[2] და დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. მისმა კონკურენტებმა ამაოდ სცადეს მისი იმპიჩმენტი 1998 წელს.

2001 წელს დიდიე რაცირაკას ავტორიტეტი კვლავ დაეცა. მან წააგო საპრეზიდენტო არჩევნები მარკ რავალომანანასთან[3], მაგრამ მისი მომხრეები კიდევ რამდენიმე თვე აწარმოებდნენ შეიარაღებულ ბრძოლას ხელისუფლების შენარჩუნებისათვის. 2003 წელს გაიქცა საფრანგეთში და დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვისათვის.

მისი ძმისშვილი როლან რაცირაკა ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკაში, იყო ქალაქ ტუამასინის მერი და მონაწილეობდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიიღო ხმების 10,14 % და დაიკავა მესამე ადგილი[4].

გარდაიცვალა 2021 წლის 28 მარტს 84 წლის ასაკში.[5]

  1. მადაგასკარის 1992-1993 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
  2. მადაგასკარის 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
  3. მადაგასკარის 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
  4. მადაგასკარის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
  5. Asala, Kizzi (28 March 2021). „Madagascar's ex-president Didier Ratsiraka dies at 84“. Africanews. ციტირების თარიღი: 28 March 2021.