დელ ჩიმენტოს აკადემია
დელ ჩიმენტოს აკადემია (ლათ. Accademia del Cimento; იტალ. Accademia dell'esperimento) — აკადემია, რომელიც დაარსდა ფლორენციაში 1657 წელს სტუდენტების გალილეო გალილეის, ჯოვანი ალფონსო ბორელისა და ვინჩენცო ვივიანის მიერ. აკადემიის დაარსება ფინანსურად უზრუნველყვეს პრინცმა ლეოპოლდომ და დიდმა ჰერცოგმა ფერდინანდო II მედიჩმა.
აკადემიის საზოგადოების მთავარი დებულებები მოიცავდა შემდეგს: ექსპერიმენტები, სპეკულაციების თავიდან არიდება, ლაბორატორიული ინსტრუმენტების შექმნა.
დევიზი — „ეცადე და ეცადე კვლავ” (იტალ. „Provando e riprovando“, ინგლ. „Try and try again“)
პუბლიკაცია „Saggi di naturali esperienze fatte nell'Academia del Cimento sotto la protezione del Serenissimo Principe Leopoldo di Toscan e descritte dal segretario di essa Accademia“, შემოკლებით „Saggi“ პირველად გამოქვეყნდა 1666 წელს, მოგვიანებით 1731 წელს ითარგმნა ლათინურ ენაზე. სწორედ ეს პუბლიკაცია გახდა სტანდარტული ლაბორატორიული სახელმძღვანელო მე-18-ე საუკუნეში.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიმენტოს აკადემია წარმოადგენდა ევროპის პირველ სამეცნიერო საზოგადოებას. მათი მთავარი მიზანი გალილეოს ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის განვითარება და გავრცელება იყო. აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა აკადემიაში გაწევრიანების რაიმე ოფიციალური პროცედურა, არ არსებობდა შეხვედრების დადგენილი განრიგი და თავად, აკადემია არ წარმოადგენდა ოფიციალურ ორგანოს. ამის ნაცვლად ის წარმოდგებოდა როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ვირტუოზი მეცნიერების ჯგუფი, პრინც ლეოპოლდოსა და ფერდინანდ II მედიჩის პატრონაჟის ქვეშ. აკადემიის წევრები ძირითადად პიტის სასახლეში იკრიბებოდნენ. ჩიმენტოს აკადემიის სამეცნიერო საზოგადოებამ ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი სპეციალურად დამზადებული ინსტრუმენტების გამოყენებით, ძირითადად თერმომეტრის, ბარომეტრის და პნევმატიკის მიმართულებით. აკადემიამ შეწყვიტა არსებობა 1667 წელს, სწორედ ამ დროისათვის გამოიცა პუბლიკაცია „ბუნებრივი ექსპერიმენტების მაგალითები“ ("Examples of Natural Experiments"), რომელიც ზუსტად აღწერდა მათი კვლევების შედეგებს.
აკადემიის წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტოსკანას პრინცი ლეოპოლდო - აკადემიის დამაარსებელი. პრინცი ლეოპოლდო ცნობილი იყო მისი დიდი ინტერესით ასტრონომიისადმი. ჩიმენტოს აკადემიამ შეწყვიტა არსებობა 1667 წელს როდესაც პრინცი ლეოპოლდო გახდა კარდინალი და გადავიდა რომში საცხოვრებლად.
- ფერდინანდო II მედიჩი ტოსკანას დიდი ჰერცოგი - გალილეო გალილეის გავლენიანი პატრონი და ასევე, სწავლული ადამიანების მხარდამჭერი. ფერდინანდო გამოირჩეოდა საზოგადოების წევრებს შორის დიდი ინტერესით ფიზიკისადმი.
- ჯოვანი ალფონსო ბორელი - მათემატიკის ფაკულტეტის თავმჯდომარე პიზას უნივერსიტეტში. ბორელი აკადემიის წევრებს შორის ყველაზე ცნობილი იყო, გამოირჩეოდა კრიტიკისადმი შეუწყნარებლობით და კონფლიქტურობით. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ მისი გულფიცხი ხასიათის გამო პრინცმა ლეოპოლდომ გააუქმა აკადემია. ბორელი ცნობილია აგრეთვე როგორც აკადემიის ერთადერთი წევრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საკუთარი ნაშრომების დანარჩენი წევრების ნაშრომებთან შერწყმას, და ამიტომაც აქტიურად აქვეყნებდა ნაშრომებს საკუთარი სახელით.
- კანდიდო და პაოლო დელ ბუონო - პაოლო სპეციალურად მიიწვია პრინცმა ლეოპოლდომ აკადემიის წევრად. პაოლო იყო გალილეოს სტუდენტი. რაც შეეხება კანდიდოს მის შესახებ ძალიან მწირე ინფორმაციაა შემორჩენილი.
- ალესანდრო მარსილი - დიდი წვლილი მიუძღვის გალილეო გალილეის მის აკადემიაში გაწევრიანებაში. გალილეომ მისწერა პრინც ლეოპოლდოს ალესანდროს საქებარი წერილი, რომელმაც როგორ ჩანს გავლენა იქონია ალესანდრო მასილის პიზის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტის თავმჯდომარედ დანიშვნაზე და აგრეთვე აკადემიის წევრობაზე.
- ფრანჩესკო რედი - მიუხედავად იმისა რომ არსებობს რედის წერილები რომლებიც ადასტურებენ მის ჩიმენტოს აკადემიის წევრობას, არ მოიძიება აკადემიის სხვა წევრებისგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.
- კარლო რინალდინი - პირველმა პადუას უნივერსიტეტში ჩაატარა ლექციები გალილეოს ნაშრომებზე. რინალდინი მიჩნეულია კონვექციის აღმომჩენად.
- ნიკოლაუს სტენო - მისი აღმოჩენები ანატომიაში, პალეონთოლოგიაში, გეოლოგიაში, ტომოგრაფიასა და კრისტოლოგრაფიაში დღესაც აღიარებულია. ნიკოლაუსი გაიზარდა როგორც ლუთერანი, შემდგომ შეიცვალა რელიგია კათოლიციზმზე და გახდა ეპისკოპოსი.
- ანტონიო ულივა - ცნობილი იყო როგორც სრულიად არადისციპლინირებული და არ არსებობს მონაცემები მისი საზოგადოების ექსპერიმენტებში წვლილის შესახებ.
- ვინჩენცო ვივიანი - გალილეო გალილეოს ცნობილი სტუდენტი. მას შესთავაზეს თანამდებობები საფრანგეთის მეფემ ლუი XIV და პოლონეთის მეფემ ჯონ II კაზიმირმა. ვივიანმა მიიღო ჰერცოგ ფედინანდოს შეთავაზება და გახდა სამეფო კარის მათემატიკოსი. ვივიანი და ბორელი მიჩნეულები არიან აკადემიის ყველაზე გამორჩეულ წევრებად, თუმცა ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ.
- ალესანდრო სენი - მდივანი (1657-1660) - ალესანდროს რაიმე განსაკუთრებული წვლილი არ მიუძღვის აკადემიის არსებობაში, მაგრამ რადგანაც ის იყო პრინც კარდინალის სეკრეტარიატის უფროსი, გახდა ჩიმენტოს აკადემიის ნაშრომების მეპატრონე.
- ლორენცო მაგალოტი - მდივანი (1660-1667) - აკადემიის ერთადერთი პუბლიკაციის „Saggi“-ის მთავარი ავტორი.
ინსტრუმენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიმენტოს აკადემიის ინსტრუმენტების უმეტესობა დღესდღეობით ფლორენციაში გალილეოს მუზეუმში ინახება.
პუბლიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიმენტოს აკადემიის მთავარი პუბლიკაცია „Saggi“ მიიჩნეოდა მე-18-ე საუკუნის ლაბორატორიის სახელმძღვანელოდ. ეს სახელმძღვანელი დაიბეჭდა ანონიმურად და მის გამოცემას დასჭირდა 6 წელი. წიგნში განხილული ექსპერიმენტების უმეტესობა აკადემიის დაარსებიდან პირველ ორ წელიწადში ჩატარდა, ამიტომაც წიგნი ძირითადად ამ ექსპერიმენტების ხელახლა განხილვებს ეთმობა.
„Saggi“-ის პირველი ნაწილი განიხილავს ინსტრუმენტებს, რომლებსაც აკადემიის წევრები ექპერიმენტების ჩატარებისას იყენებდნენ. პირველი ექსპერიმენტები ეხება ატმოსფერული წნევის გაზომვას მერკურის ბარომეტრის გამოყენებით. წიგნის მეორე ნაწილი განიხილავს რობერტ ბოილის ნაშრომებს ატმოსფერულ წნევასა და ვაკუუმზე. მესამე ნაწილი საუბრობს ხელოვნურ გაცივებაზე, ხოლო მეოთხე ბუნებრივ გაცივებაზე. წიგნის მეხუთე სექცია იკვლევს წყლის კუმშვადობას , მეშვიდემ კი სრულიად შეცვალა არისტოტელეს იდეა ცეცხლის ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ. მერვე ნაწილი განიხილავს მაგნეტიზმზს, მეცხრე ქარვას. მეათე სექციაში საუბარია ფერებზე, მაშინ როცა მეთერთმეტეში განიხილება ბგერის სიჩქარე. და ბოლოს, მეთორმეტე ნაწილში საუბარია გალილეოს სხეულის თავისუფალი ვარდნის კანონის შესახებ, რომელზეც ექსპერიმენტები არ ჩატარებულა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დელ ჩიმენტოს აკადემია დაარქივებული 2005-11-20 საიტზე Wayback Machine.