ნიკოლაუს სტენო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლაუს სტენო
Niels stensen.png
დაბ. თარიღი 11 იანვარი 1638(1638-01-11)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი კოპენჰაგენი[1]
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი 1686(1686-12-05)[1] [2] [3] (48 წელი)
გარდ. ადგილი შვერინი[1]
დასაფლავებულია სან-ლორენცოს ბაზილიკა
მოქალაქეობა Flag of Denmark.svg დანია
სამეცნიერო სფერო ანატომია
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი

ნიკოლაუს სტენო (აგრეთვე ცნობილი როგორც, ნილს სტენონი, სტენსენი; დან. Niels Stensen, ინგლ. Nicolas Steno, ლათ. Nicolaus Stenonis; დ. 11 იანვარი, 1638, კოპენჰაგენი — გ. 25 ნოემბერი, 1686, შვერინი) — დანიელი ბუნებისმეტყველი. მოღვაწეობდა ანატომიაში, პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში. სტენო გეოლოგიისა და სტრატიგრაფიის მამამთავარია.[4]

1656-1659 წლებში სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია), შემდეგ (1659-1660) – ამსტერდამში. მუშაობდა ლეიდენში, პარიზში, რომში, ფლორენციაში და სხვა. ადამიანის ანატომიის შესწავლის დროს აღმოაჩინა ყბაყურის სადინარი (1660), რომელსაც მისი სახელი ეწოდა; აღწერა კუნთების გასწვრივბოჭკოვანი აგებულება და შეეცადა აეხსნა კუნთების შეკუმშვის მექანიზმი (1664); ცხადყო ძუძუმწოვრებისა და კვერცხისმდებელი ცხოველების საკვერცხეების მსგავსება (1667).

გეოლოგიაში სტენო გეოტექტონიკის ერთ-ერთ ფუძემდებელია. კრისტალოგრაფიაში დაადგინა კუთხეთა მუდმივობის კანონი; აღწერა ალმასის, კვარცის და მარკაზიტის კრისტალები. მასვე ეკუთვნის შრეთა წარმოქმნის თანამიმდევრობის კანონი სტრატიგრაფიაში; სტენომ დაამტკიცა, რომ დანალექი ქანების დახრილი განლაგება მეორეულია და დაასაბუთა ქანების უთანხმო განლაგების მნიშვნელობა.

სტენოს სახელი ეწოდა მინერალს — სტენონიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Elementorum myologiae specimen, 1669
  • Белоусов В. В., Николаус Стено — основоположник геотектоники, "Природа", 1938.
  • Шафрановскй И. И., Николай Стенон — кристаллограф, геолог, палеонтолог, анатом, Л., 1972.
  • Eyles V. A., Nicolaus Steno, seventeenthcentury, anatomist, geologist and ecclesiastic, "Nature", 1954.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118617737 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC
  4. Woods, Thomas. How the Catholic Church Built Western Civilization, p 4 & 96. (Washington, DC: Regenery, 2005); ISBN 0-89526-038-7