შინაარსზე გადასვლა

დაღესტნის ნაკრძალი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარი-კუმი, ქვიშის უმაღლესი დიუნი ევროპაში

დაღესტნის ნაკრძალი (რუს. Дагестанский заповедни) — განსაკუთრებულად დაცული ნაკრძალი რუსეთში. ნაკრძალში დაცულია რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვიშის დიუნები და ქედები. ნაკრძალი მიგრატორი ფრინველებისთვის გამოსაზამთრებელი ადგილია და რუსეთის უმდიდრესი ნაკრძალია სახეობათა რაოდენობის მხრივ — ნაკრძალის ტერიტორიაზე, მის ბუფერულ ზონასა და დაქვემდებარებულ ნაკრძალებში 300-ზე მეტი სახეობაა აღმოჩენილი. ნაკრძალი „ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი სივრცის“ (IBAs) რამდენიმე ნაწილის შემადგენლობაში შედის. მის ტერიდოტიაზე მდებარეობს ევროპაში უმაღლესი ქვიშის დიუნი სარი-კუმი, რომლის სიმაღლეს 262 მეტრია. ნაკრძალი დაღესტანში, ტარუმოვსკის რაიონში მდებარეობს.[1][2]

დაღესტნის ნაკრძალი

დაღესტნის ნაკრძალი კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, მდინარე კუმას ნაპირებზე. ნაკრძალი მოიცავს მდინარე კუმას დელტის დაბალ, ჭაობიან ტერიტორიებს, ისევე როგორც მთლიანად ყიზლარის ყურეს. ნაკრძალის აღმოსავლეთით ტიულენის კუნძული მდებარეობს, რომელიც სანაპიროდან 43 კმ-ითაა (27 მილი) დაშორებული. ჩრდილოეთით ნახევრად უდაბნოს ლადშაფტიაწარმოდგენილი.[1]

ნაკრძალის ტერიტორიაზე ოთხი სექტორია, რომლებიც ყიზლარის ყურის ტერიტორიასთანა არ არის დაკავშირებული: სარიკუმი — ევროპაში უმაღლესი ქვიშის დიუნი, რომლის სიმაღლეც 262 მეტრია. დიუნი 3 000 ჰექტარის ქვიშიან ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო თავად სარიკუმი 1,175 ჰექტარს (2 900 აკრი) ფარავს. აგრახანი — სექტორი 1983 წელს დაარსდა და დაღესტნის ნაკრძალს 2009 წელს შეუერთდა. სექტორი საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების დასაცავად შეიქმნა. აგრახანი კასპიის ზღვის ტერიტორიაზე, ჩეჩნეთის კუნძულიდან სამხრეთით მდინარე პრორეჟამდე 39 000 ჰექტარზე ხაზოვნადაა გადაჭიმული. სამური — სამამურის ტერიტორია მდინარე სამურის დელტის ტყეებს მოიცავს, რომელთაც 11 200 ჰექტარი (28 000 აკრი) უჭირავთ. ტიარატა — მოიცავს 83 500 ჰექტარ მთიან ტერიტორიას, რომელიც 1986 წელს დაარსდა და ნაკრძალს 2009 წელს შეუერთდა. სექტორი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდებარეობსდა საქართველოსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება.

კლიმატი და ეკორეგიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Pavo cristatus დაღესტნის ნაკრძალში

დაღესტანი კასპიის დაბლობი უდაბნოს ეკორეგიონს მიეკუთვნება. ეკორეგიონი კასპიის ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირების ქვიშის დიუნებსა და უდაბნოებს მოიცავს. მცენარეულობა იშვიათია, მაგრამ დიდი რაოდენობით ჰალოფიტები (მარილისადმი ტოლერანტი მცენარეები), ბუჩქები და ნახევრად-ბუჩქები გვხვდება.[3]

დაღესტნის ნაკრძალში ნოტიო კონტინენტური კლიმატია (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია). აღნიშნული კლიმატი ტემპერატურის ცვლილებებით ხასიათდება, როგორც დღიური, ისე სეზონური თვალსაზრისით. ზამთარი მშრალია, ზაფხული კი გრილი. ზაფხულში სარიკუმის დიუნი ძლიერ თბება და ტემპერატურა 55–60 °C-ს (131–140 °F) აღწევს. საშუალო ტემპერატურა იანვარში 1 °C-ია (30 °F), ხოლო აგვისტოში +31 °C (88 °F). საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 336 მმ-ია.[4][5]

დალმაციური პელიკანი

ჭარობიან ტერიტორიაზე ძირიდთადად 1.5-3 მეტრის სიმაღლის ლერწმები ხარობს, მშრალ მდელოებზე კი ბალახი და ისლისებრნი. ჭაობიან ტერიტორიაზე ძუძუმწოვრებიდან გარეული ღორი, ონდატრა და წყლის ვირთხა ბინადრობს. Birdlife International-ის განსაზღვრებით, მდინარე კუმას დელტის საზღვრეები ფრინველთა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან სივრცეებს მოიცავს.[6]

ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს დაუცველი დალმაციური პელიკანი, ერთ-ერთი უდიდესი ფრინველი, რომელსაც 3 მეტრის სიგრძის ფრთები აქვს. მარილიან ჭაობებში იბისები, კრონშნეპი და ყანჩისებრნი ბინადრობენ.

ეკოგანათლება და წვდომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრძალი განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიათა რიცხვს მიეუთვნება, რის გამოც საზოგადოებისთვის უმეტესწილად დაკეტილია. მისი მონახულება მხოლოდ მეცნიერებისთვის და „გარემოსდაცვითი განათლების მიღების“ მიზნით მიწვეული სტუმრებისთვისაა შესაძლებელი. მთავარი ოფისი ქალაქ მაჰაჩყალაში მდებარეობს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Dagestan Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 12, 2019. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  2. Dagestan Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2016. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  3. Caspian lowland desert. Encyclopedia of Earth. ციტირების თარიღი: January 24, 2016.
  4. Sarakumsie Dunes. Dagestansky NR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 10 April 2016.
  5. Climate of Dagestan. GloalSpecies.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2016. ციტირების თარიღი: March 10, 2016.
  6. Nizhnekumskiye floods. Birdlife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 11 April 2016.