შინაარსზე გადასვლა

გურამ ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ ალექსიძე (დ. 30 ივლისი, 1939, თელავი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

1962 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

1967–1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1974–1983 წლებში და 1987 წლიდან იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1983–1987 წლებში იყო აშშ-ს მცენარეთა დაცვის ექსპერტი. მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი რიცხობრიობის მარეგულირებლი ფაქტორები და დაამუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები. პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების გამოყენებით, გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი ბროშურის, 80-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989), ენტომოლოგი.

1999ღირსების ორდენი

  • ხეხილის მავნებლები და დაავადებები, თბილისი, ლეგა, 2010, გვ. 52 + 12 ჩართ. ფ. ილ.
  • მევენახე-აგრონომის ცნობარი მცენარეთა დაცვაში, თბილისი, საქართველო, 1992, გვ. 164
  • ხეხილის მავნებლები და პესტიციდები, თბილისი, საბჭ.საქართველო, 1979, გვ. 68
  • მავნე და სასარგებლო მწერები, თბილისი, განათლება, გვ. 129
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997, გვ. 105
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002, გვ. 277

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]