გიორგი ცაგარელი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ცაგარელი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1893
ქუთაისი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, კინოდრამატურგი, მთარგმნელი

გიორგი ცაგარელი (დ. 15 აპრილი, 1893, ქუთაისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1955, თბილისი) — ქართველი საბჭოთა პოეტი, მწერალი, კინოდრამატურგი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წ. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა უკრაინაში. იყო ახალგაზრდა ოდესელი პოეტ-ფუტურისტების წრეში „სამხრეთ-რუსები“. მისი მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოვიდა ყველა მათი კრებული. 1916 წ. ოდესაში დაამთავრა სერგიევსკის საარტილერიო სასწავლებელი.

1924 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ავტორია ლექსებისა და კინოსცენარებისა, ნარკვევისა „მტრის ბუნაგში“ (1948). რუსულ ენაზე თარგმნა ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები: დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე აბაშელის ლექსები, იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“, უიარაღოს „მამლუკი“; აგრეთვე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“; ეს იყო დედნიდან შესრულებული პირველი თარგმანი, რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა 1937 წელს მოსკოვში, ხოლო მეორე გამოცემა გამოვიდა 1953 წელს, რომელიც დედანთან სიახლოვის გამო შემდგომ დიდად დაეხმარა რუსულ თუ უცხოურ ენებზე ვეფხისტყაოსნის სხვა მთარგმნელებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საავტორო გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მტრის ბუნაგში“[1]

მონაწილე და რედაქტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრეშუმის ფარნები"[2]
  • ვერცხლის მილები[3]
  • სასწაული უდაბნოში[4]

თარგმანი ქართულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1930 ი. მიკიტენკო „დიქტატურა“ (პიესა თარგმნა თბილისის დრამატული თეატრისთვის)

თარგმანები რუსულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობა კინოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული კონსულტანტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1934 „უკანასკნელი მასკარადი“

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „მტრის ბუნაგში“ თბ. „საბჭოთა მწერალი“. 1948
  2. Шелковые фонари. Одесса. „Спорт и наука“. 1914.
  3. Серебряные трубы. Одесса. „Спорт и наука“. 1915.
  4. „Чудо в пустыне“. Одесса. тип. С. О. Розенштрауха. 1917.
  5. Шота Руставели. Витяз в тигровой шкуре. Перевод с грузинского Георгия Цагарели под редакций Вл. Элснера. Москва. 1937.
  6. Избранные переводы: Поэты Советской Грузии — Тбилиси. „Заря Востока“. 1950.