განხილვა:Omphalodes rupestris
კლდის ომფალოდესი ეს ქართული სახელი სად ფიქსირდება? --Wiki - ჯაბა 18:24, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- გვარის სახელი აქ ფიქსირდება. სახეობისა — ლათინურ სახელში. გიო ოქრო 18:31, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- ეს არის სადმე მითითებული? Wiki - ჯაბა 18:34, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- კლდის ომფალოდესი - აი ამ სიტყვებით ვერცერთ წყაროში ვერ მოვიძიე. იქნებ ვცდები და მე ვერ ვნახე, არ ვარ ამს აქმის სპეციალისტი. გთხოვ მიმითითო. Wiki - ჯაბა 18:37, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- Omphalodes rupestris - ამას ხომ საერთოდ ვერ ვკითხულობ ქართული წყაროს 112-ე გვერდზე. Wiki - ჯაბა 18:41, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- გვარის სახელის ქართულში გამოყენების შესახებაა ეს წყარო, ანუ ომფალოდესი — გვარს ასე ჰქვია, პირდაპირი ტრანსლიტერაციით. რაც შეეხება სახეობის სახელს, იგი არის ლათინური სახელის (სამეცნიერო სახელწოდების) სახეობის ნაწილის თარგმანი. როგორც, მაგალითად, სუმატრული მარტორქა, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის მოხვედრილი დღემდე. გიო ოქრო 18:48, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- Omphalodes rupestris - ამას ხომ საერთოდ ვერ ვკითხულობ ქართული წყაროს 112-ე გვერდზე. Wiki - ჯაბა 18:41, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- კლდის ომფალოდესი - აი ამ სიტყვებით ვერცერთ წყაროში ვერ მოვიძიე. იქნებ ვცდები და მე ვერ ვნახე, არ ვარ ამს აქმის სპეციალისტი. გთხოვ მიმითითო. Wiki - ჯაბა 18:37, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- ეს არის სადმე მითითებული? Wiki - ჯაბა 18:34, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
როდესაც ქართულ წყაროებში (არც სტატიაში მითითებულში, და არც აქ, ზემოთ მოყვანილში) არ დასტურდება ასეთი სიტყვათაშეთანხმება (კლდის ომფალოდესი) სჯობს სტატია დაიწეროს ლათინური სახელით, რომელიც ქართული წყაროს მიხედვით შეცდომითაა მითითებული სტატიაში. უცხოურ წყაროში კი დასტურდება Omphalodes rupestris. აი ეს უნდა ერქვას ამ სტატიას, ნაცვლად პირადი კვლევებისა და დაკვირვებების მიხედვით შერქმეული სახელისა. აქ ირღვევა ვიკიპედიის ძირითადი პრინციპი, არ არის წყარო და ამკვიდრებ ახალ სახელს. --Wiki - ჯაბა 18:52, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- Omphalodes rupestris ლათინური სახელია და ამით იქნება უცხოურში დაფიქსირებული, ეს სიახლე არ არის. ლათინური სახელი არის ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმის მთავარი იდენტიფიკატორი და მის მიხედვით ეწოდება სახელები სხვადასხვა ენებში (მაგ., ალპური კესანე, ქართული ლაშქარა და ა.შ.), თუკი ხალხური არ არის დამკვიდრებული (მაგ., კაკბის საკენკელა). გიო ოქრო 18:58, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- აქაც მასე უნდა იყოს, მაგ სათაურით. ან საერთოდ არ უნდა შეიქმნას თუკი წყარო არ არსებობს. ამ შემთხვევაში სტატიას არაფერს ვერჩი. გადასატანია ლათინურ სახელზე. შინაარსში არ ვერევი, ტექნიკურად ასეა. Wiki - ჯაბა 19:06, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- თარგმანია ჩვეულებრივი ლათინური სახელიდან, როგორც ითარგმნება სხვა თემატიკის სტატიების სახელები მშობლიური ენებიდან. გიო ოქრო 19:09, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
- აკადემიური წყაროების მითითება იქნება საუკეთესო გამოსავალი მიმდინარე სათაურის შესანარჩუნებლად. სხვა შემთხვევაში გადასატანია ლათინურ დასახელებაზე. - OTOGI Messages 14:30, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- ეს არის ლათინური სახელის პირდაპირი თარგმანი. გამოგონილი ან მისთანა არ არის. გვაქვს სტატიები გოუმი, ტუკუში, კომერსონის დელფინი, იაპონური ციყვი, იავური მარტორქა და ათასი კიდევ, რომლებიც ან ლათინურის ან რომელიმე ენის თარგმანები ან/და ტრანსლიტერაციებია. სამწუხაროა, რომ ქართულ აკადემიურ წყაროებში ბევრი სახეობა უბრალოდ არ არის შეტანილი, მაგრამ ამის გამო ყველა ეს გვერდი ლათინურზე გადავიტანოთ? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოგონილ/შეთხზულ სახელთან არ გვაქვს საქმე, არის ლათინურიდან თარგმანი. გვარს რომ ომფალოდესი ჰქვია (ანუ ტრანსლიტერაციით), ამის წყარო დევს აქ. გიო ოქრო 16:15, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- ჩვენ სახეობა გვაინტერესებს, და არა გვარი. გვარზე არის წყარო, ხოლო სახეობაზე არა. - OTOGI Messages 16:18, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- კიბატონო, მეც ეს ვთქვი. rupestris ითარგმნება როგორც „კლიდს(ა)“, გვარი — ვიცით. ზემოაღნიშნული გვერდების მსგავსად, თარგმანია. ცუდია, რომ ქართული წყარო არ გვაქვს ბევრ სახეობაზე. „საქართველოს ფლორის“ ტომებშიც შევეცდები ჩავიხედო. გიო ოქრო 16:21, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- რასაც შენ აკეთებ ამას ვპ:აოკ ჰქვია. დაგიწერე უკვე გარკვევით. - OTOGI Messages 16:25, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- თარგმნა ორიგინალურ კვლევად ითვლება? არ ვარ გარკვეული ამ საკითხში. ხომ ვთარგმნით სათაურებს, ყველაფერი ქართულ ლიტერატურაში არ ფიქსირდება. მაშინ ზემოაღნიშნული სხვა გვერდებიც გადასატანია. გიო ოქრო 16:30, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- რასაც შენ აკეთებ ამას განხილვის გვერდის აბსურდამდე მიყვანა ჰქვია. მყიფე არგუმენტები უნდა შეცვალო წონადი არგუმენტებით. სოკოების, მცენარეების, ცხოველთა სახეობების თარგმანებს ჩვენ არ ვახორციელებთ; თუკი ეს შენთვის მიუღებელია მოძებნე სხვა ადგილი. - OTOGI Messages 16:40, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
- ძალიან კარგ ადგილას ვარ ჩემი აზრით, ეს ისე. ანუ, ესე იგი სხვა დანარჩენიც გადასატანებია ხომ წესით (სათითაოდ განხილვები რომ არ დავიწყოთ)? არ არის პრობლემა. გიო ოქრო 16:59, 14 დეკემბერი 2021 (UTC)

მოკლედ, ორიგინალური კვლევის დაუშვებლობის სახელმძღვანელოში, ინგლისურ ვერსიაში (რადგან ქართული სრული არ არის) ვკითხულობთ, რომ თარგმანი ან ტრანსლიტერაცია ორიგინალურ კვლევად არ შეიძლება ჩაითვალოს. არის სტატიები: კიბორჩხალაჭამია მაკაკა, შემახის გველგესლა, რქიანი გუანი, ნელმა, ტოდი, ტიტანობოა (შევეცადე სხვადასხვა სფეროები მეჩვენებინა), სადაც არ არის წარმოდგენილი ქართულ წყაროებში დაფიქსირებული სახელები (თუკი არის და მითითებული არ არის, მივუთითოთ), მათ უბრალოდ არ იხსენიებს ქართული წყაროები. ასე ხდება ათასობით შემთხვევაში (მაგ., დელფინებზე რამდენიმე ათეული სტატია გვაქვს და უმრავლესობა საერთოდ არ არის ნახსენები ქართულ წყაროებში). აქ მოცემულ, ზევით აღნიშნულ და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში (რასაც მთლიანად ვერ ჩამოვთვლით), ვხვდებით ან ტრანსლიტერაციას, ან თარგმანს სხვადასხვა ენებიდან (მ.შ. ლათინური, ანუ სამეცნიერო დასახელებიდან). თუკი ამ თარგმნილ სათაურებზე ვიტყვით უარს, მაშინ ძალიან ბევრ გვერდს მოუწევს სახელის შეცვლა ლათინურით, რაც ჩემი აზრით არ წაადგება არაფერ. თუკი ვთარგმნით ან ტრანსლიტერაციით შემოგვაქვს ძაღლის (მაგ., ცვერგშნაუცერი) ან ცხვრის ჯიშები (მაგ., ყარაბაღული ცხვარი), რომლებიც ქართულ წყაროებში არ ფიქსირდება, ბიოლოგიასთან დაკავშირებული სხვა სტატიები, ან ისეთები, რომლებიც არანაირ შემხებლობაში არ არის ბიოლოგიასთან, რატომ არ შეიძლება ტაქსონების სახელების თარგმნა გავრცელებული ან სამეცნიერო ვარიანტებიდან? აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ ვსაუბრობთ შეთხზულ-ხელოვნურ სახელებზე, არამედ პირდაპირ თარგმანებზე ან ტრანსლიტერაციებზე, რაც ორიგინალური კვლევა არ არის. საერთოდ ალბათ აჯობებს ფორუმზე გასულიყო ეს საკითხი.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გადატანილია ლათინურ დასახელებაზე წყაროს არარსებობის გამო. - OTOGI Messages 11:59, 28 მარტი 2022 (UTC)
ილიას უნივერსიტეტის ბიოლოგიური ინსტიტუტების ხელმძღვანელობით შედგენილ მონაცემთა ბაზაში ამ სახეობას სწორედ კლდის ომფალოდესი ეწოდება. უბრალოდ, საიტზე ბოლო რამდენიმე თვეა მასიური ტექნიკური სამუშაოები მიდის და ჯერ-ჯერობით არ იძებნება შედეგები. როგორც კი გასწორდება, შევეცდები დავლინკო. გიო ოქრო 15:58, 28 მარტი 2022 (UTC)
სათაურის შესახებ[წყაროს რედაქტირება]
ზემოთაც ვწერდი (ჩემს მეოთხე კომენტარში), თუმცა მაშინ არ ჩავღრმავებივარ. ახლა აღმოვაჩინე, რომ ამ სახეობას რომელიც მითითებული ქართული ლიტერატურის 112-ე გვერდზეა შეტანილი ეწოდება Omphalodes lojkae. სტატია აშკარად სხვა სახელით იყო შემოტანილი. იხ. List of Omphalodes species--Wiki - ჯაბა 13:58, 28 მარტი 2022 (UTC)
- სინონიმია ამ სახეობის ქვესახეობისა. მითითებულია ტექსტში. გიო ოქრო 15:58, 28 მარტი 2022 (UTC)