Omphalodes rupestris

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Omphalodes rupestris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ომფალოდესი
სახეობა:  Omphalodes rupestris
ლათინური სახელი
Omphalodes rupestris Rupr. ex Boiss., 1875

Omphalodes rupestris (ლათ. Omphalodes rupestris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 7–30 სმ სიმაღლის ღერო, რომელიც სწორმდგომი ან აღმავალია, მარტოული ან რამდენიმე, ზედა ნაწილში დატოტვილი, მიტკეცილბეწვიანი. ფოთლები 2–10 სმ სიგრძისა და 1–5 სმ სიგანის, მოგრძო ან კვერცხისებური. ყვავილედი კენწრულია, მარტოული, ძალიან ფარჩხატი, მცირეყვავილიანი. გვირგვინი კაშკაშა ცისფერია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში.[1]

გავრცელებულია მხოლოდ კავკასიაში, რეგიონის ენდემური სახეობაა. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოსა და სვანეთში. იზრდება 2700 მ-მდე სუბალპებსა და ალპებში, კლდეებზე.[1]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოიცავს 2 ქვესახეობას:[2]

  • Omphalodes rupestris subsp. lojkae (Sommier & Levier) Selvi (ყოფ. Omphalodes lojkae)
  • Omphalodes rupestris subsp. rupestris

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 112.
  2. Omphalodes rupestris Rupr. ex Boiss. | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021