გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | განის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, გალაკტიონის ქუჩა |
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). თავისუფლების მოედნიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში. 1841 წლის შედგენილს თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც განის ქუჩა. სავარაუდოა, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა სენატორი განი (ჰანი). 1923 წელს ეწოდა აკაკი წერეთლის, 1959 წელს — გალაკტიონ ტაბიძის სახელი. 1984 წლიდან გალაკტიონის ქუჩა . ამჟამად ისევ გალაკტიონ ტაბიძის ჰქვია. ძველი შენობათაგან აღსანიშნავია სახლი №22 (19883, არქიტექტორი ა. ზალცმანი), რომელიც ეკლექტიკური ხასიათისაა, ფასადებზე XIX საუკუნის ევროპული არქიტექტურის ელემენტები ოსტატურადაა შეხამებული ქართულ ეროვნულ მოტივებთან. № 20 სახლში განთავსებულია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“, რომლის შემადგენელი ნაწილია სმირნოვების საგვარეულო მუზეუმი — ალექსანდრე პუშკინის მემორიალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 169, ISBN 978-99928-20-35-3.