ბუნებისმეტყველების მუზეუმი (ლონდონი)
ბუნებისმეტყველების მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შესასვლელი | |
51°29′46″ ჩ. გ. 0°10′34″ დ. გ. / 51.49611° ჩ. გ. 0.17611° დ. გ. | |
დაარსდა | 1840 წ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | კენსინგტონი და ჩელსი |
ექსპონატი | დაახ. 80 მილიონი |
კლასიფიკაცია | სამეცნიერო |
ოფიციალური საიტი | http://www.nhm.ac.uk[1] |
ბუნებისმეტყველების მუზეუმი - ლონდონში მდებარე საბუნებისმეტყველო მუზეუმი. მუზეუმი სამხრეთ კელსინგტონში, გამოფენათა ქუჩაზე მდებარე სამი მსხვილი მუზეუმებისგან ერთ-ერთია, დანარჩენი ორი: ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი და მეცნიერების მუზეუმია. თუმცა, ბუნებისმეტყველების მუზეუმის მთავარი შენობა კრომველის ქუჩაზე მდებარეობს.
მუზეუმის კოლექცია შეადგენს მიახლოებით 80 მილიონ ექსპონატს, რომლებიც ხუთ მთავარ კოლექციადაა დაყოფილი: ბოტანიკა, ენტომოლოგია, მინერალოგია, პალეონტოლოგია და ზოოლოგია. მუზეუმი ასევე კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომლის სპეციალობაა მუზეუმის სპეციფიკასთან დაკავშირებული აღმოჩენების ტაქსონომია, იდენტიფიკაცია და კონსერვირება. მუზეუმის ასაკიდან გამომდინარე ბევრ კოლექციას სამეცნიეროსთან ერთად ისტორიული ღირებულებავ აქვს, მაგალითად ჩარლზ დარვინის აღმოჩენების გამოფენას. მუზეუმი განსაკუთრებულად ცნობილია დინოზავრების ჩონჩხების გამოფენებით, კერძოდ კი დიპლოდოკუსის ჩონჩხის ასლით, რომლის ადგილი ცენტრალურ დარბაზში შემდგომში ლურჯი ვეშაპის ჩონჩხმა დაიკავა. დაწესებულებაში ასევე სამეცნიერო ბიბლიოთეკა მოქმედებს, რომლითაც სარგებლობა მხოლოდ წინასწარი დაჟავშნით ხდება.
როგორც ბრიტანეთის სხვა საჯარო მუზეუმები, ბუნებისმეტყველების მუზეუმი რეგულირდება ციფრულობის, კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტით [2] და მასში შესვლა უფასოა. [3] მუზეუმში დასაქმებულია დაახლოებით 350 ადამიანი, მოქმედებს საჯარო ცნობიერების და სამეცნიერო განყოფილება. [4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველი კოლექცია დაარსებული იყო დოქტორ სერ ჰანს სლოუნის (1660-1753) მიერ. მან თავისი პირადი კოლექცია რეალურ ფასზე ბევრად ნაკლებად ბრიტანეთის მთავრობას აყიდინა. სლოუნის კოლექცია მოიცავდა გამომშრალ მცენარეებს და ცხოველების და ადამიანების ჩონჩხებს. 1758 წელს ის ბლუმსბერიში, მონტაგუს სახლში იყო მოთავსებული. ეს შენობა ბრიტანეთის მუზეუმს ეკუთვნოდა.
XIX ს-ის ადრეული ათწლეულებისთვის სლოუნის კოლექციის უმეტესობა გამქრალი იყო. კოლექციის ზედამხედველმა დოქტორ ჯორჯ შომ კოლექციის ნაწილი ქირურგთა სამეფო კოლეჯს მიჰყიდა, ზოგი ეგზემპლარი კი მუზეუმის ტერიტორიაზე დაწვა. მისი მემკვიდრეები ასევე ითხოვდნენ ნებართვას გახრწნილი ეგზემპლარების გასანადგურებლად. 1838 წლის წლიური აღწერის მონაცემებით, სლოუნის კოლექციის 5,500 შენახული მწერისგან არც ერთი არ იყო დარჩენილი. ბუნებისმეტყველების დეპარტამენტის მიერ კოლექციის შენარჩუნების შეუძლებლობამ მთავრობის ყურადღება მიიპყრო; სახელმწიფო აღარ ანდობდა მუზეუმს თავისი ხარჯით მოპოვებულ ექსპონატებს. დეპარტამენტი არც საჯარო საზოგადოებაში სარგებლობდა პოპულარობით.
სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა პალეონტოლოგმა რიჩსრდ ოუენმა, რომელიც დეპარტამენტის ზედამხედველად 1853 წელს დაინიშნა. ბილ მრაისონის თქმით, მისმა რეფორმებმა "მუზეუმი სახალხოდ აქციეს, რამაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენები იმაზე, თუ რისთვის არის საქირო მუზეუმები". [5]
ახალი შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოუენი ხვდებოდა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში დეპარტამენტისთვის საკმარისი ადგილი არ იყო - საჭირო იყო ცალკე შენობა. მან იყიდა მიწა სამხრეთ კელსინგტონში და, 1863 წელს, გაიმართა დიზაინის კონკურსი ახალი მუზეუმისთვის. გაიმარჯვა ინჟინერმა კაპიტან ფრენსის ფოუკმა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. სქემა გადაეცა ალფრედ უოთერჰაუსს, რომელმაც ცვლილებები შეიტანა დათანხმულ დიზაინში და ნაგებობას რომანესკული სტილი მისცა, რომელიც კონტინენტურ ევროპაში ხშირმა მოგზაურობამ შთააგონა. [6]
მშენებლობა დაიწყო 1873 წელს და დასრულდა 1880 წელს, მუზეუმი ერთ წელიწადში გაიხსნა, თუმცა დეპარტამენტის სრული გადატანა ახალ შენობაში მხოლოდ 1883 წელს დამთავრდა. შენობა აგებული იყო ტერაკოტის დაფებით, აგურებზე გამოკვეთილი იყო ცხოველების ცოცხალი და გადაშენებული სახეობები, რომლებიც ოუენის დაკვეთით დაიყო. ითვლება, რომ ასე მან ახლანდელი და წარსული სახეობების ევოლუციური კავშირის უარყოფა აჩვენა. [7]
განცელკევება ბრიტანეთის მუზეუმისგან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი ცალკე შენობის მიუხედავად, იურიდიულად ბუნებისმეტყველების მუზეუმი ბრიტანეთის მუზეუმს ექვემდებარებოდა. ოფიციალურად მას ბრიტანეთის მუზეუმი (ბუნებისმეტყველება) ერქვა. 1866 წელს მუზეუმის დამოუკიდებლობისთბის შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ხელი მოაწერა სამეფო, ზოოლოგიური და სხვა საზოგადოებების თავმჯდომარეებმა და ასევე ბევრმა ნატურალისტმა, მაგ. დარვინმა და ჰაქსლიმ. ამ თემაზე დისკუსიები მიახლოებით საუკუნის მანძილზე გრძელდებოსა.
საბოლოოდ, 1963 წლის ბრიტანული მუზეუმის აქტით, მუზეუმმა დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა ძველი სახელი შეინარჩუნა. 1989 წელს მუზეუმმა საჯაროდ გამოაცხადა თავი ბუნებისმეტყველების მუზეუმად და საბოლოოდ გაწყიტა კავშირი ბრიტანეთის მუზეუმთან.
გამორჩეული ექსპონატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ყველაზე ცმობილი ექსპონატი დინოზავრის ჩონჩხის რეპლიკაა, რომელიც წლების განმავლობაში ცენტრალურ დარბაზში იდგა. ექსპონატი მუზეუმს საჩუქრად გადასცა შოტლანდიელ-ამერიკელმა ინდუსტრიალისტმა ენდრიუ კარნეჟიმ. ჩონჩხი კარნეჟის ბუნებისმეტყველების მუზეუმში მყოფი ორიგინალის ასლია. ის საჯაროდ პირველად 1905 წელს წარიდგინა. მისი წარმატების შემდეგ კარნაჟიმ სხვა ასლებიც დაამზადა ევროპის სხვა ქალაქებისთვის. 2017 წელს მისი ადგილი დაიკავა 128 წლის ლურჯი ვეშაპის ნამდვილმა ჩონჩხმა. [8]
დარვინის ცენტრში ინახება 2004 წელს ფოლკლენდის კუნძულებთან ცოცლად დაჭერილი გიგანტური კალმარი (მეტსახელად არჩი). მისი სიგრძე 8.62 მეტრია. მუზეუმში მოხვედრისთანავე ექსპონატი გაყინეს, შემდეგ გადაწყვეტილი იყო მისი აკვარიუმში მოთავსება და კალმარის სხეული ხელუხლებელი დარჩა. ის არ არის საჯაროდ განთავსებული, თუმცა მისი ნახვა შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნით. [9]
მუზეუმში ასევე ინახება "მდინარე თემზას ვეშაპის" ძვლები. ვეშაპს 2006 წელს გზა აებნა და თემზაში შეცურა. [10]
ხელმისაწვდომობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმთან ყველაზე ახლო მეტროს სადგური "სამხრეთი კელსინგტონია", მუზეუმი მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს. არსებობს შესასვლელი ინვალიდებისთვის. [11] ბუნებისმეტყველების და მეცნიერების მუზეუმების დამაკავშირებელი ხიდი 1990-იანი წლებიდან სტუმრებისთვის დაკეტილია.
2001 წლის მაისიდან მუზეუმში შესვლა უფასო გახდა, საფასურს მხოლოდ რამდენიმე გამოფენა მოითხოვს. მუზეუმი ასევე იღებს ფულად შემოწირვებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dr Martin Lister: A bibliography by Geoffrey Keynes. St Paul's Bibliographies (UK). ISBN 0-906795-04-4.
- The Travelling Naturalists (1985) by Clare Lloyd. (Study of 18th Century Natural History. ISBN 0-7099-1658-2.
- Dry storeroom no 1: The Secret Life of the Natural History Museum (2009) by Richard Fortey. HarperPress (UK). ISBN 978-0307275523.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
- ↑ https://www.nhm.ac.uk/about-us/governance.html
- ↑ https://www.telegraph.co.uk/news/uknews/1331446/Natural-History-Museum-scraps-9-fee.html
- ↑ https://www.nhm.ac.uk/about-us/page-not-found.html
- ↑ https://books.google.ge/books?id=yRuICgAAQBAJ&pg=PT88&redir_esc=y
- ↑ https://web.archive.org/web/20120119053417/http://www.architecture.com/LibraryDrawingsAndPhotographs/Albertopolis/TheStoryOf/NaturalHistoryMuseum/Interior.aspx
- ↑ https://web.archive.org/web/20110608182831/http://www.nhm.ac.uk/visit-us/history-architecture/architecture-tour/design/decoration/index.html
- ↑ https://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-50556916
- ↑ https://www.nhm.ac.uk/events/behind-the-scenes-tour-the-spirit-collection.html
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/england/london/4631396.stm
- ↑ https://www.nhm.ac.uk/about-us/page-not-found.html