შინაარსზე გადასვლა

ბიოგაზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაზს, რომელიც წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად, ბიოგაზი ეწოდება. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ბიოგაზს სხვანაირად ჭაობის გაზსაც უწოდებენ. ბიოგაზი შედგება: CH4 50-75%, CO2 25-50%, N2 0-10%, H2S 0-3%, O2 0-2%. ასევე ორგანული ნარჩენებისაგან: ბალახი, ფოთლები, წიწვები, ფეკალური მასა და ა.შ.

XVII საუკუნეში იან ბატისტ ვან ჰელმონტმა აღმოაჩინა, რომ ლპობადი ბიომასა გამოყოფს აალებად გაზს. 1716 წელს ალესანდრო ვოლტამ დაასკვნა, რომ არსებობს დამოკიდებულება ლპობადი ბიომასისა და აალებადი გაზის რაოდენობებს შორის. 1808 წელს სერ ხემფრი დევიმ ბიომასაში აღმოაჩინა მეთანი.

პირველი ბიოგაზის დანადგარი ააშენეს 1859 წელს, ინდოეთში. 1895 წელს დიდ ბრიტანეთში ბიოგაზის ენერგიას იყენებდნენ ქუჩების გასანათებლად. 1930 წელს, მიკრობიოლოგიის განვითარებასთან ერთად აღმოჩენილ იქნენ ბაქტერიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბიოგაზის წარმოქმნაში.

ბიოგაზის არსებობა თავიდან გვაცილებს მეთანის უმიზნოდ გასროლას ატმოსფეროში. გადამუშავებული ნაკელი სოფლის მეურნეობაში გამოიყენება როგორც სასუქი, ამდენად, ქიმიური სასუქის გამოყენება შემცირებულია.

სარგებლობა, გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოგაზს იყენებენ საწვავად, ელექტროენერგიის, სითბოს, ორთქლის მისაღებად. ასევე მას იყენებენ საწვავად ავტომობილებში. ინდოეთში, ვიეტნამში, ნეპალში და სხვა ქვეყნებში დგას ბიოგაზის პატარა დანადგარები. ამ გზით მიღებული გაზი გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად. დასავლეთ ევროპაში ფერმების უმეტესობა თბება ბიოგაზის მეშვეობით. ფირმები “Volvo” და “Scania” უშვებენ ისეთ ავტობუსებს, რომელთა ძრავაც მუშაობს ბიოგაზზე. ასეთი ავტობუსები მოძრაობენ შვეიცარიის ქალაქებში. პროგნოზის თანახმად, 2010 წლისთვის შვეიცარიის ავტოტრანსპორტის 10% იმუშავებს ბიოგაზზე.

მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენება, ან ჯერ კიდევ მუშავდება ახალი ტექნოლოგიები ბიოგაზის მოსაპოვებლად. ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოგაზის მოსაპოვებლად არის მეთატანკებში ანაერობული დუღილი ან ანაერობული დუღილი სვეტებში. ბიოგაზის უტილიზაციის შედეგად მიღებული ენერგიის ნაწილი მიმართულია პროცესის მიმდინარეობის შესანარჩუნებლად. თბილ ქვეყნებში მეთატანკის შეთბობა არ არის საჭირო. ბაქტერიები ბიომასას მეთანად გარდაქმნიან 25 გრადუსიდან 200 გრადუსამდე. ბიოგაზის მიღება ეკონომიურად გამართლებულია, თუკი ნედლეულის მოწოდება მუდმივად. მაგ: მეცხოველეობის ფერმებში. ლენდელფილ-გაზი ბიოგაზის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მიიღება მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგაზი“-დან