ბერხტესგადენის ეროვნული პარკი
იერსახე
ბერხტესგადენის ეროვნული პარკი
Nationalpark Berchtesgaden | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გერმანია |
კოორდინატები | 47°33′ ჩ. გ. 12°55′ ა. გ. / 47.550° ჩ. გ. 12.917° ა. გ. |
ფართობი | 210 კმ² |
დაარსდა | 1978 |
ბერხტესგადენის ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Berchtesgaden) — ერთადერთი ალპური ეროვნული პარკი გერმანიაში. მდებარეობს ბავარიის მხარის ბერხტესგადენის რაიონში. მისი ფართობი 210 კმ²-ია და წარმოადგენს ბერხტესგადენის ბიოსფერული პარკის ნაწილს, რომელსაც 1990 წლიდან იუნესკო იცავს.
ეროვნული პარკი მდებარეობს ავსტრიის ზალცბურგის ფედერალური მიწის საზღვართან, ზღვის დონიდან 603,3 — 2713 მეტრზე. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ფუნტენზეეს ტბა, იმ რაიონში, სადაც ზამთარში ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება გერმანიის მასშტაბით.