ოდერის ქვემო ველის ეროვნული პარკი
ოდერის ქვემო ველის ეროვნული პარკი
Nationalpark Unteres Odertal | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გერმანია |
უახლოესი ქალაქი | შვედტი |
კოორდინატები | 53°03′ ჩ. გ. 14°16′ ა. გ. / 53.050° ჩ. გ. 14.267° ა. გ. |
ფართობი | 105 კმ² |
დაარსდა | 1997 |
მმართველი ორგანო | Nationalparkverwaltung Unteres Odertal
Park 2 16303 Schwedt |
ოდერის ქვემო ველის საერთაშორისო პარკი — გერმანია-პოლონეთის საზიარო ბუნების ნაკრძალი. გერმანიის მხარეს მოიცავს მდინარე ოდერის დასავლეთ ნაპირებს ბრანდენბურგის მხარის უკერმარკის რაიონში, პოლონეთის მხარეს კი დასავლეთ პომერანიის სავოევოდოს ნაწილს.
გერმანული ნაწილის შუაგული გამოცხადებულია ოდერის ქვემო ველის ეროვნულ პარკად (გერმ. Nationalpark Unteres Odertal), პოლონური ნაწილი კი ოდერის ქვემო ველის ლანდშაფტურ პარკად (პოლ. Park Krajobrazowy Dolina Dolnej Odry). მთლიანი ფართობი 165 კმ²-ს შეადგენს (105 კმ² გერმანია, 60 კმ² პოლონეთი). მომიჯნავე გერმანულ და პოლონურ ბუნების ნაკრძალებთან ერთად ფართობი 1 172 კმ²-ს აღწევს. 1992 წელს, გერმანიის, პოლონეთისა და ბრანდენბურგის გარემოს დაცვის სამინისტორების გადაწყვეტილებით, შეიქმნა ოდერის ქვემო ველის საერთაშორისო პარკი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხედი კრაინიკის ველიდან