საქსონიის შვეიცარიის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქსონიის შვეიცარიის ეროვნული პარკი

Nationalpark Sächsische Schweiz

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Karte Nationalpark Sächsische Schweiz.png
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
უახლოესი ქალაქი დრეზდენი
კოორდინატები 50°54′ ჩ. გ. 14°16′ ა. გ. / 50.900° ჩ. გ. 14.267° ა. გ. / 50.900; 14.267
ფართობი 93,5 კმ²
დაარსდა 1990
ხედე კარლოლაფელზენიდან

საქსონიის შვეიცარიის ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Sächsische Schweiz) — ეროვნული პარკი გერმანიაში, თავისუფალ შტატ საქსონიის დედაქალაქ დრეზდენის სიახლოვეს. მოიცავს 93,5 კმ²-ს ელბის ქვიშაქვის მთების გერმანულ ნაწილში, რომელსაც საქსონიის შვეიცარიას უწოდებენ.

პარკი ესაზღვრება ჩეხეთში მდებარე ბოჰემიის შვეიცარიის ეროვნულ პარკს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკი დაახლოებით 710 კმ² ტერიტორიის ბუნების არეალის ცენტრია. მრავალ ადგილას კულტივირებულია ადამიანთა მიერ. რეგიონს მიეკუთვნება რამდენიმე პატარა დასახლება და სოფელი.

ეროვნული პარკის შუაგული, დაახლოებით 40% თითქმის მთლიანად ტყითაა დაფარული. ეროვნული პარკის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს ბუნების უმაღლეს დაცვას გერმანიაში, ტერიტორიას 1990 წელს მიენიჭა.

საქსონიის შვეიცარია გამოირჩევა ინტენსიური ნაპრალებისა და კანიონების ლანდშაფტით. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 556 მეტრია, მაგრამ სულ მცირე მანძილში, მდინარე ელბის ხეობაში სიმაღლე 110 — 120 მეტრს შეადგენს.

ტურიზმი და რეკრეაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ შემთხვევებში, ეროვნული პარკი კონფლიქტში მოდის ტურიზმსა და რეკრეაციასთან. ერთ-ერთი მიზანია ურღვევი არეალის 75%-ით გაზრდა, რაც შეზღუდავს სახეტიალო და ალპინისტურ არეალებს. დღეისათვის, არსებობს 400 კმ ფეხით სასიარულო ბილიკები, 49,9 კმ ველო-ბილიკები და 755 სამტამსვლელო ადგილმდებარეობა. ეროვნული პარკი იმ ფართო რეგიონის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დრეზდენისა და მისი შემოგარენისთვის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოიყენება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]