შინაარსზე გადასვლა

ბენუე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენუე
ფრანგ. la Bénoué
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ნიგერიის დროშა ნიგერია
სათავე 8°03′04″ ჩ. გ. 13°42′32″ ა. გ. / 8.05111° ჩ. გ. 13.70889° ა. გ. / 8.05111; 13.70889
სათავის მდებარეობა კამერუნის მთიანეთი, კამერუნი, ჩრდილოეთის რეგიონი
შესართავი ნიგერი
7°47′00″ ჩ. გ. 6°46′00″ ა. გ. / 7.78333° ჩ. გ. 6.76667° ა. გ. / 7.78333; 6.76667
შესართავის მდებარეობა ნიგერია, ლოკოჯა
სიგრძე 1400 კმ
აუზის ფართობი 441 000 კმ²
ბენუე — ნიგერია
ბენუე
ბენუე
— სათავე, — შესართავი
ბენუე ვიკისაწყობში
მდინარე ბენუეს აუზი

ბენუე (ფრანგ. la Bénoué, ბანტუს ენები — წყლების დედა) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში (კამერუნი, ნიგერია). მდინარე ნიგერის ყველაზე დიდი მარცხენა შენაკადი. სიგრძე — 1400 კმ[1] (სხვა მონაცემებით 960 კმ). მდინარის აუზის ფართობი — 441 ათასი კმ². წყლის საშუალო ხარჯი 3170 მ³/წმ. სანაოსნოა ქალაქ იბიდან (წვიმების პერიოდში ქალაქ გარუადან). თავისი ხასიათით — დაბლობის მდინარეა, მიედინება ვრცელ ხეობაში და ნოტიო სავანების მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.

მდინარის სათავე მდებარეობს კამერუნის მთიანეთის აღმოსავლეთის ფერდოებზე. ყველაზე დიდი შენაკადებია: ოკვა, მადა, ანკვე, შემანკარი, პაი, გონგოლა (მარჯვენები) და კაცინა-ალა, დონგა, ტემბა, ფარო (მარცხენები).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jaroslab Balek: Hydrology and Water Resources in Tropical Africa. Elsevier, 1977, ISBN 0-444-99814-4, S. 90