გარუა
| ქალაქი | |
|---|---|
|
გარუა ფრანგ. Garoua | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ჩრდილოეთის რეგიონი |
| კოორდინატები | 9°18′00″ ჩ. გ. 13°24′00″ ა. გ. / 9.30000° ჩ. გ. 13.40000° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 249 მ |
| მოსახლეობა | 235 996 კაცი (2005) |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| ოფიციალური საიტი | http://www.garouacity.cm/ |
გარუა (ფრანგ. Garoua) — ქალაქი კამერუნის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის რეგიონის და ბენუეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 235 996 ადამიანს[1][2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ადამავის ემირატის პირველი მმართველის — მოდიბო ადამას ბრძანებით დაარსდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში[3].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ბენუეს მარჯვენა სანაპიროზე[3].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მსხვილი სამდინარე პორტია[3]. მდინარის საშუალებით გარუაში აწვდიან ნავთობს და სამშენებლო მასალებს, ხოლო ქალაქიდან მდინარის დინებით, ქვემოთ ნიგერიაში გააქვთ სოფლის მეურნეობის და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები — ბამბა, არაქისი, ცხოველთა ტყავი. პორტის მნიშვნელობა ნაწილობრივ შეასუსტა რკინიგზამ, რომელმაც ქალაქი გარუა კამერუნის მსხვილ ქალაქთან და საზღვაო პორტთან — დუალასთან დააკავშირა[3].
განვითარებულია მრეწველობის საფეიქრო დარგი: ბამბის გადამუშავება, ქსოვილების ქსოვა და შეღებვა[3].
ქალაქში ფუნქციონირებს გარუას საერთაშორისო აეროპორტი[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive)
- ↑ მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
- 1 2 3 4 5 Garoua. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-08.
- ↑ Garoua Airport profile. Airport Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-20. ციტირების თარიღი: 2011-05-08.