შინაარსზე გადასვლა

ბენგალური კატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენგალური კატა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
ქვეოჯახი:  მცირე კატები
გვარი:  აღმოსავლური კატები
სახეობა:  ბენგალური კატა
ლათინური სახელი
Prionailurus bengalensis
Kerr, 1792
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 18146
ბენგალური კატის გავრცელების არეალი

ბენგალური კატა, ჯუჯა კატა, ან შორეული აღმოსავლეთის კატა (ლათ. Prionailurus bengalensis) — კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცირე კატების ქვეოჯახიდან. ბენგალური კატები ბინადრობენ სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში. მათი სხეულის ზომა უტოლდება შინაური კატის ზომებს. გააჩნია სხეულის სხვადასხვანაირი ფერის შეფერილობა.

ბენგალური კატების გარეგნობა სახეობის შიგნით ძლიერ განსხვავებულია. პრიმორიეში ისინი სულ სხვანაირად გამოიყურებიან, ხოლო ინდონეზიის კუნძულებზე სხვანაირად. სამხრეთში, მათი ბეწვის ძირითადი ფერი უფრო ყვითელია, როგორც ჯიქს აქვს, ხოლო ჩრდილოეთში დომინირებს მონაცრისფრო-ყავისფერი. ბეწვი დაფარულია შავი ლაქებით, რომელიც თავზე შავი ზოლებითაა წარმოდგენილი. ჩრდილოეთის წარმომადგენლების ლაქებს სამხრეთულისაგან განსხვავებით წრიული ფორმა აქვს. ბენგალური კატების ზომები მერყეობს 65 სანტიმეტრიდან (კუნძული იავა) - 1 მეტრამდე (პრიმორიე), კუდის ჩათვლით, რომლის სიგრძე 20-40 სანტიმეტრია.

ბენგალური კატები ყოველთვის ცხოვრობენ წყალთან ახლოს. ისინი ისევე კარგად ეგუებიან როგორც ტროპიკულ ტყეებს, ისე წიწვოვან ტყეებს, სავანებსა და მთებს. ბენგალური კატები გაურბიან ადამიანებთან ურთიერთობას და მხოლოდ იშვიათად იკვეთება მათი გზები. მათი გავრცელების არეალია ამურისპირეთი, კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ფილიპინები.