შინაარსზე გადასვლა

ბელა ხოტენაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელა ხოტენაშვილი
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1988 (1988-06-01) (36 წლის)
დაბადების ადგილი თელავი, საქართველო
წოდება დიდოსტატი (2013)
ფიდე რეიტინგი 2507 (სექტემბერი, 2014)
მაქსიმალური რეიტინგი 2531 (ივნისი, 2013)

ბელა ხოტენაშვილი (დ. 1 ივნისი, 1988) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2013).

ბელა ხოტენაშვილი 1988 წლის 1 ივნისს დაიბადა თელავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი და შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

ჰყავს მეუღლე, ყოფილი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი მალხაზ სულაშვილი და ქალიშვილი მარიამი.[1]

არის საერთაშორისო დიდოსტატი (2007), კაცთა შორის საერთაშორისო ოსტატი (2009). 16 - წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (2004), ევროპის გუნდური პირველობის ვერცხლის პრიზიორი (2009), საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (თავის დაფაზე მცირე ბრინჯაოს მედალი, (2010), მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბ "ბათუმის შემადგენლობაში (თავის დაფაზე ბრინჯაოს მედალი, (2017).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]