ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბაშკ. Башҡорт дәүләт университеты
დაფუძნდა 1909
ატარებს სახელს Kliment Timiryazev
ტიპი სახელმწიფო
რექტორი ნიკოლაი მოროზკინი
სტუდენტი 33 724
მისამართი ბაშკირეთი, უფა, ზაკი ვალიდის ქ. 32
ქალაქი უფა
პროვინცია ბაშკირეთი,
ქვეყანა რუსეთი, ფილიალები: სტერლითამაქი, ნეფტეკამსკი, ბირსკი, სიბაი
www.bashedu.ru

ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Башкирский государственный университет; ბაშკ. Башҡорт дәүләт университеты) — კლასიკური უნივერსიტეტი. მდებარეობს უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი. ბაშკირეთის პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რუსეთის კლასიკური უნივერსიტეტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი[1]. რუსეთის კლასიკური უნივერსიტეტების რეიტინგში 2016 წლისათვის უკავია 75-ე ადგილი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1909 წლის 2 ივლისს რუსეთის სახალხო განათლების მინისტრის ა. შვარცის გადაწყვეტილების შემდეგ. ოფიციალურად 1909 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა უფის სამასწავლებლო ინსტიტუტი. აღნიშნული თარიღი ითვლება უნივერსიტეტის დაარსების თარიღად[3]. ინსტიტუტმა კურსდამთავრებულების პირველი ნაკადი გამოუშვა 1912 წელს. 24-მა ადამიანმა დაასრულა სასწავლებლის სრული კურსი და მათ მიიღეს ქალაქის სასწავლებლების მასწავლებლის სტატუსი.

1919 წელს უფის სამასწავლებლო ინსტიტუტი გადაკეთდა სახალხო განათლების ინსტიტუტად[4]. 1929 წელს მის ბაზაზე შეიქმნა ტიმირიაზევის სახელობის ბაშკირეთის პედაგოგიური ინსტიტუტი.

სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 20 ივლისის დადგენილების მიხედვით პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 6 ნოემბერს მოხდა უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს შაიხულა ჩანბარისოვი[5].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის 12 ფაკულტეტი (ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, საინჟნრო, ისტორიის, ბაშკირული ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის, მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიის, რომანულ-გერმანული ფილოლოგიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, ფილოლოგიური, ქიმიის), 4 ინსტიტუტი და ასევე ფილიალები სტერლითამაქში, ნეფტეკამსკში, ბირსკში, სიბაიში, ასევე წარმომადგენლობა უჩალში. სასწავლო პროცესში მონაწილეობს 105 კათედრა.

რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფის სამასწავლებლო ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Адреса университетов-участников Ассоциации классических университетов России
  2. Общий рейтинг выборки классических университетов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-16. ციტირების თარიღი: 2017-05-28.
  3. Ватандаш. Первый ВУЗ Башкортостана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-05-28.
  4. Башкирский государственный университет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-21. ციტირების თარიღი: 2017-05-28.
  5. http://www.hrono.ru/text/2008/ergin11_07.html Ю. Ергин. Первый ректор БГУ