ბაშკირეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
ბაშკ. Башҡорт дәүләт аграр университеты
დაფუძნდა 1930
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი ილდარ გაბიტოვი
სტუდენტი 10 000
ქალაქი უფა
პროვინცია ბაშკირეთი
ქვეყანა რუსეთი
www.bsau.ru

ბაშკირეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (რუს. Башкирский государственный аграрный университет; ბაშკ. Башҡорт дәүләт аграр университеты) — უმაღლესი სასოფლო სამეურნეო სასწავლებელი. მდებარეობს უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებელი დაარსდა სსრკ-ის სახალხო კომისართა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 23 ივლისის № 237 დადგენილების მიხედვით და ეწოდა ბაშკირეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ინსტიტუტი თავდაპირველად განთავსდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახურული უფის სასულიერო სემინარიის შენობაში. სწავლა დაიწყო ამავე წლის 1 ოქტომბერს.

1941 წელს ბაშკირეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი გადაიტანეს სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატის შენობაში, კარლ მარქსის ქუჩა № 3-ში. მეორე მსოფლიო ომის პირველივე დღეებში ინსტიტუტიდან ფრონტზე გაიწვიეს ასზე მეტი მასწავლებელი და სტუდენტი. ომის წლებში ინსტიტუტმა გამოუშვა 176 აგრონომი და ზოოტექნიკოსი.

1947 წლის დასაწყისში ინსტიტუტში სწავლობდა 533 სტუდენტი, მათ შორის აგრონომიულ ფაკულტეტზე — 237, ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე — 156, ვეტერინარიის ფაკულტეტზე კი — 140 ადამიანი.

1980 წელს დამსახურებებისათვის ინსტიტუტი დააჯილდოეს წითელი დროშის ორდენით. 1993 წელს, რუსეთის მეცნიერების, უმაღლესი განათლებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს 15 თებერვლის № 23 ბრძანების საფუძველზე მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი.

2001 წლიდან გამოსცემს საკუთარ ჟურნალს, ხოლო 2013 წლიდან ელექტრონულ ჟურნალს.

ხელმძღვანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1930—1933 — აბდურაჰმან ასადულინი.
  • 1933—1937 — მიდჰატ გუმეროვი.
  • 1938—1939 — ლეონტი ეგოროვი.
  • 1939—1941 — ტაჟი გაინულინი.
  • 1941—1943 — პაველ პშენიჩნი.
  • 1943—1950 — კონონ რუდკო.
  • 1950—1951 — გიორგი სმოროდინი.
  • 1951—1954 — ალექსეიერმოლაევი.
  • 1954—1964 — ალექსანდრე სოკოლოვი.
  • 1964—1973 — ნაზიფ ბახტიზინი.
  • 1973—1983 — ალექსანდრე ბაიკოვი.
  • 1983—1988 — ოლეგ შჩეპანსკი.
  • 1988—1999 — რადიკ ბაშიროვი.
  • 1999—2007 — ვლადიმირ ნედორეზკოვი.
  • 2007—2008 — ილდარ გიმაევი.
  • 2008—დან — ილდარ გაბიტოვი.

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლა მიმდინარეობს შვიდ ფაკულტეტზე:

  • აგროტექნიკური და ტყის მეურნეობა
  • ბიოტექნოლოგიური და ვეტერინალური მედიცინა
  • მექანიკური
  • გარემოს ინჟინერია და სამშენებლო
  • ენერგეტიკული
  • კვების მრეწველობა
  • ეკონომიკური

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]