შინაარსზე გადასვლა

ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ბაშკ. Башҡорт дәүләт медицина университеты
დაფუძნდა 1932
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი ნ. პავლოვი
მისამართი 450000, Россия Федерациясе, Башкортостан Республикасы, Уфа шәһәре, Ленин урамы, 3 йорт
ქალაქი უფა
პროვინცია ბაშკირეთი,
ქვეყანა რუსეთი
ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი — რუსეთი
ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
www.bashgmu.ru

ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (რუს. Башкирский государственный медицинский университет; ბაშკ. Башҡорт дәүләт медицина университеты) — უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი. მდებარეობს უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი.

ბაშკირეთის სამედიცინო ინსტიტუტი დაარსდა 1932 წელს.

თავდაპირველად იგი განთავსებული იყო ფრუნზეს ქუჩაზე მდებარე სკოლის მეორე სართულზე. მოგვიანებით მთელი შენობა გადაეცა ინსტიტუტს. მალევე ინსტიტუტისთვის აშენდა საერთო საცხოვრებელი 600 ადგილზე და ახალი სასწავლო კორპუსი.

1933 წელს ინსტიტუტში გაიხსნა ჰისტოლოგიის ფაკულტეტი და უცხო ენათა კაბინეტი. 1933 წელსვე ინსტიტუტს მიენიჭა ალკკ-ის XV წლისთავის სახელი. 1934 წელს გაიხსნა ნორმალური ფიზიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ოპერატიული ქირურგიის, საერთი ქირურგიის, შინაგან სნეულებათა და ფარმაკოლოგიისა ფაკულტეტები. 1938 წელს ინსტიტუტში იყო 32 კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 9 პროფესორი და 23 დოცენტი.

1941 წელს ინსტიტუტის ბაზაზე განათავსეს მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი მთელი სტუდენტური და პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობით.

1965 წელს ინსტიტუტში იყო 22 დოქტორი და 102 მეცნიერებათა კანდიდატი.

2013 წელს შეუერთდა უფის სამედიცინო კოლეჯი.

  1. პედიატრიული ფაკულტეტი
  2. სამკურნალო ფაკულტეტი
  3. სტომატოლოგიური ფაკულტეტი
  4. სამკურნალო საქმის ფაკულტეტი
  5. სამედიცინო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი
  6. ფარმაცევტული ფაკულტეტი
  • Камалов М. Х., Сафин М. С. Медицинские кадры Башкирии за 60 лет. // Журнал «Советское здравоохранение», 1979 г.
  • Сафин М. С. Башкирский государственный медицинский институт им. XV — летия ВЛКСМ. Уфа, 1978 г.
  • История становления и развития БГМУ в воспоминаниях ветеранов и сотрудников. Уфа, 1999 г.
  • История становления и развития БГМУ в воспоминаниях ветеранов и сотрудников. Уфа, 2000 г.
  • Сафин М. С. Башкирскому государственному медицинскому институту 60 лет. Уфа, 1992 г.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-01. ციტირების თარიღი: 2017-05-21.