შინაარსზე გადასვლა

ბანოკბერნის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანოკბერნის ბრძოლა
შოტლანდიის დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი

ბანოკბერნის ბრძოლა (ედმუნდ ლეიტონის ნახატი)
თარიღი 23 –24 ივნისი, 1314
მდებარეობა მდ. ბანოკბერნი, შოტლანდია
შედეგი შოტლანდიის სრული გამარჯვება
მხარეები
შოტლანდიის სამეფო დროშა შოტლანდიის სამეფო ინგლისის სამეფოს დროშა ინგლისის სამეფო
მეთაურები
რობერტ ბრიუსი,
ედუარდ ბრიუსი,
ჯეიმზ დუგლასი,
რობერტ კეიტი,
ტომას რენდოლფი
ედუარდ II,
ჰამფრი დე ბოჰუნი
ემარ დე ვალენსი
ძალები
დაახლ. 10 000 დაახლ. 25 000
დანაკარგები
4 000 10 000
ბანოკბერნის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბანოკბერნის ბრძოლა (ინგლ. Battle of Bannockburn) — ინგლის-შოტლანდიას შორის XIII-XVI საუკუნეებში მიმდინარე ომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა. მიმდინარეობდა 1314 წლის 23-24 ივნისს. მდინარე ბანოკბერნის ნაპირებზე.

1314 წელს შოტლანდიელმა მეფე რობერტ ბრიუსმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ინგლისელთა ბატონობისათვის და შოტლანდიელები საბრძოლველად შეამზადა. მანამდე მან არაერთი მძიმე მარცხი განიცადა. ჯერ ეხმარებოდა შოტლანდიელთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უილიამ უოლესს (1270-1305 წწ.) 1296 წლიდან, ინგლისის მეფე ედუარდ I-ის (1239-1307) წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ ერთად მოიგეს სტერლინგის ხიდთან ბრძოლა (1297 წ.) და ერთად წააგეს ფოლკერკის ბრძოლა (1298 წ.). 1305 წელს უილიამი ღალატის შედეგად დამარცხდა და სიკვდილით დასაჯეს. ბრუსი საიდუმლოდ აკურთხეს მეფედ 1306 წელს. მან გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა შოტლანდია ინგლისელთა მარწუხებიდან.

1314 წელს ის მდინარე ბანოკბერნთან იდგა როდესაც მეფე ედუარდ II (1307-1327) 25 000 კაციანი ლაშქრით შოტლანდიისაკენ დაიძრა. ბრძოლას ინგლისელი რაინდები იწყებდნენ. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. რიცხოვნებით შოტლანდიელები ბევრად ჩამოუვარდებოდნენ ინგლისელებს. ამავე დროს შოტლანდიელთა უმრავლესობა გამოუცდელი იყო. მაღალ გორაზე რობერტ ბრუსი იყო ცხენზე ამხედრებული და ჯარს თვალს ადევნებდა. ნიადაგი დაჭაობებული იყო ამიტომ ინგლისელთა უმრავლესობამ ჭაობის გადალახვა ვერ შესძლო ამავე დროს მეორე ნაპირზე შოტლანდიელებმა ხის წვეტიანი სარები აღმართეს. მრავალი ცხენოსანი რაინდი სარზე წამოეგო. ამის შემდეგ შოტლანდიელები ბრძოლაში ჩაებნენ და ინგლისელები დაამარცხეს. ედუარდ II ძლივს გადაურჩა ტყვედ ჩავარდნას. ეს შოტლანდიელთა საბოლოო გამარჯვება იყო ინგლისელებზე. ბანკობერნის ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა შოტლანდიელებსათვის. მოგვიანებით ედუარდ II-მ შოტლანდია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]