რობერტ I (შოტლანდია)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან რობერტ I (შოტლანდიის მეფე))
რობერტ I | |
---|---|
რობერტ ბრიუსი | |
შოტლანდიის მეფე | |
კორონაცია: | 25 მარტი, 1306 |
მმართ. დასაწყისი: | 1306 |
მმართ. დასასრული: | 1329 |
წინამორბედი: | ჯონ ბალიოლი |
მემკვიდრე: | დევიდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ივლისი, 1274 |
გარდ. თარიღი: | 7 ივნისი, 1329 (54 წლის) |
მეუღლე: |
იზაბელა მარელი ელიზაბეთ დე ბურგი |
შვილები: |
მარჯორი ბრიუსი დევიდ II |
დინასტია: | ბრიუსები |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რობერტ I (ინგლ. Robert the Bruce, შოტ.-გელ. Roibert a Briuis; 11 ივლისი, 1274 — 7 ივნისი, 1329) აგრეთვე ცნობილი როგორც რობერტ ბრიუსი — შოტლანდიის მეფე 1306 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. XIII საუკუნის მეორე ნახევარში შოტლანდიელთა განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. 1305 წელს უილიამ უოლესის სიკვდილით დასჯის შემდეგ, იგი საიდუმლოდ ეკურთხა მეფედ. 1314 წელს ბანოკბერნის ბრძოლაში დაამარცხა ინგლისის მეფე, ედუარდ II და აიღო ედინბურგი, რომელიც 1296 წლიდან ინგლისელების ხელში იყო. ინგლისის მეფე იძულებული გახდა შოტლანდია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ეღიარებინა. ასევე მოიქცა ედუარდ III, რომელმაც 1328 წელს სცნო შოტლანდიის სახელმწიფოებრიობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- რობერტ ბრიუსი - BBC History