შინაარსზე გადასვლა

აქატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქატი
საერთო
კატეგორიასილიკატური მინერალები
ქიმიური ფორმულაSiO2 სილიციუმის დიოქსიდი
იდენტიფიკაცია
ფერისხვადასხვა ფერის ზოლოვანი
კრისტალოგრაფიაჰექსაგონალური ტიპი
სიმაგრე მოოსის სკალით6,5–7
სიმკვრივე2,60–2,64 კგ/მ³

აქატი (სიცილიის მდინარე achates — ახლანდ. დირილოს მიხედვით) — მინერალი, ქიმიური შედგენილობა , კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობა, წვრილზოლებრივი ტექსტურის მქონე ჭრელი ქალცედონი. ფართოდ არის გავრცელებული მეტამორფულ ქანებში.[1] ახასიათებს ვიწრო (10 მკმ-მდე) სხვადასხვა ფერის ზოლების მრავალჯერადი გადაშრევება, რომელიც მას ზოლებრივ ტექსტურას ანიჭებს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 6,5–7. შეფერვის მიხედვით განირჩევა: აქატურონიქსი (თეთრი და შავი ზოლების მორიგეობა), სარდონიქსი (თეთრისა და მურა წითლის), კარნეოლონიქსი (თეთრისა და წითლის), სარდიონი (წითლისა და ნარინჯისფრის), აქატები (მოცისფრო ნაცრისფრისა და თეთრის). ქიმიური და თერმული დამუშავების შედეგად შესაძლებელია ზოლების ხელოვნურად შეფერვა. აქატი ნახევრად ძვირფასი ქვაა, გამოიყენება სანახელავო საქმეში. წარმოიქმნება ეფუზიური ქანების სიცარიელეებში წყალხსნარებიდან გამოლექვით.[2] დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გადალექილ, ბუნებრივ-გამდიდრებულ საბადოებს, რომლებიც ამოფრქვეული დედაქანების გამოფიტვის შედეგად ყალიბდება. აქატის ძირითადი მომპოვებლებია ბრაზილია და ურუგვაი, ცნობილი საბადოებია ინდოეთში, მადაგასკარზე, აშშ-ში, საქართველოში (ახალციხის მუნიციპალიტეტი[2]), აზერბაიჯანსა და სომხეთში.[3]

  1. Donald W. Hyndman, David D. Alt (2002). Roadside Geology of Oregon, 18th, Missoula, Montana: Mountain Press Publishing Company, გვ. 286. ISBN 978-0-87842-063-6. 
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 36.
  3. Пекова Н. А. АГАТ // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 178.