აუგუსტ შნაიდჰუბერი
იერსახე
აუგუსტ შნაიდჰუბერი (გერმ. August Schneidhuber; დ. 8 მაისი, 1887, ბავარია, გერმანიის იმპერია — გ. 30 ივნისი, 1934, მიუნხენი, მესამე რაიხი) — მესამე რაიხის სახელმწიფო მოღვაწე, Sturmabteilung-ის ობერგრუპენფიურერი.
პირველ მსოფლიო ომში მიიღო I და II ხარისხის რკინის ჯვარი და საპატიო ჯვარი ფრონტელთათვის. 1928 წელს გაწევრიანდა SA-ში, იმავე წელს დაინიშნა ჯგუფი „სამხრეთის“ ფიურერად, 1931 წლიდან კი იყო „დასავლეთის“ ჯგუფის ფიურერი. 1932 წლიან იკავებდა მიუნხენის VII ობერჯგუფის ფიურერის პოსტს. იმავე წელს გახდა რაიხსტაგის დეპუტატი, ხოლო 1933 წლის 7 აპრილიდან იყო მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელი.
მოკლეს გრძელი დანების ღამის დროს, 1934 წლის 30 ივნისს.