შინაარსზე გადასვლა

ასკარ აკაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასკარ აკაევი
ასკარ აკაევი
ყირგიზეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 აგვისტო, 1991 – 11 აპრილი, 2005
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეკურმანბეკ ბაკიევი

დაბადებული10 ნოემბერი, 1944
ყიზილ-ბაირაკი, ყირგიზეთის სსრ
მეუღლემაირამ აკაევა
შვილებიაიდარი, ილიმი, ბერმეტი და საადატი
რელიგიაათეიზმი

ასკარ აკაევი (რუს. Аска́р Ака́евич Ака́ев; დ. 10 ნოემბერი, 1944, ყიზილ-ბაირაკი, ჩუის ოლქი, ყირგიზეთის სსრ, სსრკ) — ყირგიზი სახელმწიფო მოღვაწე. ამჟამად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას მოსკოვში. 1990–2005 წლებში — ყირგიზეთის პრეზიდენტი (1991 წლამდე — ყირგიზეთის სსრ-ის პრეზიდენტი). რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. 1989–1990 წლებში ყირგიზეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

დაიბადა 1944 წელს. 1961 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. 1968 წელს დაამთავრა ლენინგრადის მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტი. 1980 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1990 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს ყირგიზეთის სსრ-ის პრეზიდენტად. 1991 წელს დაგმო მოსკოვის აგვისტოს პუტჩი და მალევე გამოაცხადა ყირგიზეთის დამოუკიდებლობა. 1991 წლის 21 დეკემბერს გაემგზავრა ალმა-ათაში და მონაწილეობა მიიღო დსთ-ის შექმნაში. 2005 წელს ტიტების რევოლუციის შედეგად დატოვა ქვეყნის ტერიტორია, 11 აპრილს კი ყირგიზეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაადასტურა მისი გადადგომა. ამჟამად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას მოსკოვში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]