ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
| ყირგიზეთის სსრ ყირგ. Кыргыз ССР | |||||||||
| |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
| ჰიმნი ყირგიზეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
ყირგიზეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
| დედაქალაქი | ფრუნზე | ||||||||
| ენა | ყირგიზული, რუსული | ||||||||
| რელიგია | ათეიზმი | ||||||||
| ფართობი | 198,500 კმ² | ||||||||
| მოსახლეობა | 4,257,800 (1989 წლისთვის) | ||||||||
| მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ყირგიზეთის სსრ (ყირგ. Кыргыз Советтик Социалистик Республикасы, Кыргыз ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ფრუნზე.
1924 წლის 14 ოქტომბერს ჩამოყალიბდა, როგორც ყარა-ყირგიზეთის (1925 წლიდან ყირგიზეთის) აო და შედიოდა რუსეთის სფსრ-ს შემადგენლობაში. 1926 წლიდან ეწოდება ყირგიზეთის ასსრ, ხოლო 1936 წლის 5 დეკემბრიდან ყირგიზეთის სსრ და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შეუერთდა სსრკ-ს. მდებარეობდა შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ტაჯიკეთის სსრ და ჩინეთი. ფართობი 198,5 ათ. კმ². მოსახლეობა 3 074 ათ. კაცი (1972). დედაქალაქი - ქ. ფრუნზე.
იყოფოდა 3 ოლქად და 8 რაიონად. რესპუბლიკაში იყო 15 ქალაქი და 35 დაბა.