არსენი (XIV საუკუნე)
იერსახე
არსენი — XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. 1381 მოხატა ჭულის ეკლესია (ადიგენთან). მხატვრობა ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. გუმბათში გამოსახულია ამაღლება, გუმბათის ყელზე — წინასწარმეტყველნი. აფრებში — მახარებელნი, საკურთხევლის კედელზე — მოციქულთა ზიარება და წმ. მამათა და დიაკონთა ფიგურები. საკუთრივ ნაოსის კედლებზე — სახარების სცენები, განკითხვის დღე და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. სამხრეთის კედელზე სამცხის ათაბაგთა — ჯაყელების პორტრეტებია. ფიგურები უჩვეულოდ გრძელია, ნახატი — დუნე. არსენის ნამუშევრები ამ პერიოდის ქართული ფრესკებთან შედარებით დაბალი დონისაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 585.