არსენი (XIV საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსენი — XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. 1381 მოხატა ჭულის ეკლესია (ადიგენთან). მხატვრობა ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. გუმბათში გამოსახულია ამაღლება, გუმბათის ყელზე — წინასწარმეტყველნი. აფრებში — მახარებელნი, საკურთხევლის კედელზე — მოციქულთა ზიარება და წმ. მამათა და დიაკონთა ფიგურები. საკუთრივ ნაოსის კედლებზე — სახარების სცენები, განკითხვის დღე და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. სამხრეთის კედელზე სამცხის ათაბაგთა — ჯაყელების პორტრეტებია. ფიგურები უჩვეულოდ გრძელია, ნახატი — დუნე. არსენის ნამუშევრები ამ პერიოდის ქართული ფრესკებთან შედარებით დაბალი დონისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]