შინაარსზე გადასვლა

ანა ვიაზემსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ვიაზემსკი

ვიაზემსკი 1969 წელს
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1947
ბერლინი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 2017 (70 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი, რომანისტი
აქტიური 1966–1988
მეუღლე(ები) ჟან-ლიუკ გოდარი
 (იქ. 1967; გან. 1979)
ნათესავები ფრანსუა მორიაკი (ბაბუა დედის მხრიდან)

ანა ვიაზემსკი (დ. 14 მაისი, 1947 — გ. 5 ოქტომბერი, 2017) — რუსული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მწერალი. დედის მხრიდან იგი ნობელიანტი რომანისტისა და დრამატურგის, ფრანსუა მორიაკის, შვილიშვილი იყო. ვიაზემსკის კინოდებიუტი 18 წლის ასაკში შედგა, როცა მან მთავარი როლი შეასრულა რობერ ბრესონის ფილმში „ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ“ (1966). ანამ პოპულარობა ჟან-ლიუკ გოდართან პროფესიული და პირადი ურთიერთობით მოიპოვა. მან რეჟისორის არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა „ჩინელი ქალი“ (1967), „უიკენდი“ (1967) და „ეშმაკისადმი თანაგრძნობა“ (1968).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]