შინაარსზე გადასვლა

რობერ ბრესონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერ ბრესონი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1901
პუი-დე-დომი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი, 1999 (98 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1933–1983

რობერ ბრესონი (ფრანგ. Robert Bresson; დ. 25 სექტემბერი, 1901 — გ. 18 დეკემბერი, 1999)[1] — ფრანგი კინორეჟისორი.

ფილმის გადაღების მიმართ თავშეკავებული მიდგომებით ცნობილმა ბრესონმა კინოხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. არაპროფესიონალი მსახიობები, ფრაგმენტული ნარატივი და მუსიკალური გაფორმების ნაკლებობა ის ნიშნებია, რის გამოც მისი ფილმები მინიმალისტური კინოს საუკეთესო ნიმუშებად მიიჩნევა. ბრესონის ნამუშევრების უმრავლესობა ტრაგიკული სიუჟეტითა და ხასიათით გამოირჩევა.

ბრესონი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რეჟისორია. ჟურნალის Sight and Sound 2012 წლის ყველა დროის 250 საუკეთესო ფილმის სიაში რეჟისორებს შორის ბრესონი შვიდი ფილმით ლიდერობდა.[2][3][4] სიის 100 საუკეთესო ფილმში მისი სამი ფილმი დასახელდა, ესენია: „სიკვდილმისჯილი გაიქცა“ (1956),[5] „ჯიბის ქურდი“ (1959)[6] და „ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ“ (1966).[7] ბრესონის ღვაწლი ჟან-ლიუკ გოდარმა ასე შეაფასა: „იგი ფრანგული კინოა, ისევე როგორც, დოსტოევსკი რუსული ლიტერატურაა და მოცარტი გერმანული მუსიკაა.“[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Robert Bresson (2004).
  2. Sight And Sound Top 250 By The Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-21. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
  3. Institute, The British Film. BFI - Sight & Sound - Robert Bresson: Alias Grace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2021.
  4. The 1,000 Greatest Films (Top 250 Directors). They Shoot Pictures, Don't They.
  5. Votes for A Man Escaped (1956). British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
  6. Critics' Top 100. British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-07. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
  7. Votes for Au hasard Balthazar (1966). British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
  8. Godard, Jean-Luc (1972-06-27). Godard on Godard; critical writings (en). Viking Press, გვ. 47.