ამირან ჭადაძე
ამირან ჭადაძე (დ. 20 ივლისი, 1945, სოფელი სარეკი, საჩხერის რაიონი ) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირან ჭადაძე დაიბადა 1945 წლის 20 ივლისს, საჩხერეში სოფელ სარეკში[1]. 1965 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი ავტოწარმოების სპეციალობით. 1975 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, ხოლო 1988 წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი. 1960-1968 წლებში მუშაობდა ქუთაისის ელექტრომექანიკურ ქარხანასა და აბრეშუმის კომბინატში მღარავად, ზეინკლად, კონტროლიორად. 1968-1970 წლებში თბილისის N24 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში - ოსტატად, რაც შეეხება 1970-1973 წლებს ამირანმა მუშაობა განაგრძო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტში უფროს ინჟინრად. 1973-1975 წლებში სპეცსამუშაოთა N1 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად. 1975-1976 წელს მუშაობდა რესპუბლიკურ სამშენებლო გაერთიანება „საქსაკოლმეურნმშენში“ უფროს ინჟინრად, 1976-1984 წლებში კი საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის სპეციალიზებულ მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, შემდეგ უკვე 1984-1996 წლებში „საქსაკოლმეურნმშენის“ სამმართველოს უფროსად, იყო საქართველოს პარლამენტის მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნალური მეურნეობის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი (1995წ.). 1996-1997 წლებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ წამყვანი სპეციალისტი. 1997-1999 წელს "საპარლამენტო უმრავლესობის" აპარატის უფროსი, 1999-2004 წლებში იყო სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "თბილმშენმონტაჟკომპლექსის" გენერალური დირექტორი. 2004-2009 წლებში საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი, წამყვანი სპეციალისტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.690