ალჟირის დროშა
ალჟირის დროშა | |
---|---|
ალჟირი | |
მიღებულია | 3 ივლისი, 1962 |
პროპორცია | 2:3 |
წინა დროშები | |
ალჟირის დევნილი მთავრობის დროშა |
ალჟირის სახელმწიფო დროშა (არაბულად:علم الجزائر, ფრანგულად: Drapeau de l'Algérie) შედგება ორი ტოლი - მწვანე და თეთრი ვერტიკალური ზოლისაგან, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია წითელი ვარსკვლავი და ნახევარმთვარე. თეთრი ფერი აღნიშნავს სიმშვიდეს; მწვანე - ბუნების სილამაზეს; წითელი კი იმ ადამიანთა სისხლს, რომლებიც იბრძოდნენ ალჟირის დამოუკიდებლობისათვის (1954 წლიდან 1962 წლამდე), ვარსკვლავი და ნახევარმთვარე კი ისლამს აღნიშნავს. ალამი ალჟირის სახელმწიფო დროშად არჩეულ იქნა 1962 წლის 3 ივლისს. დროშის ეს ვერსია გამოყენებული იყო ალჟირის დევნილი მთავრობის მიერ 1958 წლიდან 1962 წლამდე. დროშის დიზაინი მოდის ამირა აბდელ კადირის დროშისაგან (XIX საუკუნე), რომელიც შედგებოდა ორი ერთნაირი - მწვანე და თეთრი ზოლისაგან, რომლის შექმნაზეც გავლენა მოახდინა ალჟირის რეგენტობის დროშამ (XVI-XIX საუკუნეები), რომელიც შედგებოდა წითელ ფონზე თეთრი ნახევარმთვარისა და ვარსკვლავისაგან (იგივენაირი, როგორიც დღევანდელი თურქეთის დროშა; ალჟირის რეგენტობა ავტონომიური ოლქი იყო თურქეთის იმპერიაში). დროშის წარმოშობის ისტორია ბუნდოვანია - ფიქრობენ, რომ იგი შექმნა მესალი ჰაჰიმ (ნაციონალისტი ლიდერი) 1928 წელს. ალჟირული ფლოტი ალმად იყენებს ნაციონალურ დროშას წითელი გადაჯვარედინებული ღუზების ემბლემით მარცხენა კუთხეში.
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|