ალექსანდრე მაკენზი
ალექსანდრე მაკენზი | |
---|---|
ალექსანდრე მაკენზი | |
დაბადების სახელი | ალექსანდრე მაკენზი |
დაბადების თარიღი |
1764 სტორნოვეი, შოტლანდია |
გარდაცვალების თარიღი |
12 მარტი 1820 დანკელდი, შოტლანდია |
საქმიანობა | მოგზაური |
ალექსანდრე მაკენზი (ინგლ. Alexander Mackenzie; დ. 1764 — გ. 12 მარტი, 1820) — შოტლანდიელი მოგზაური. 1793 წელს იგი ათაბასკიდან დასავლეთისაკენ დაიძრა, გადაკვეთა რა კლდოვანი მთები და 20 ივლისს მიაღწია წყნარ ოკეანეს; შესაბამისად, გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გადაკვეთა ჩრდილოეთი ამერიკა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. დაიბადა კუნძულ ლიუისზე, ქალაქ სტორნოვეიში. დედის გარდაცვალების შემდეგ, მაკენზი მამამისთან ერთად საცხოვრებლად ჯერ ნიუ-იორკში, ხოლო შემდეგ მონრეალში გადავიდა. 1779 წლიდან მსახურობდა ჩრდილოეთ-დასავლეთ კომპანიაში, რომელიც იყო ჰუდსონის ყურის კომპანის მთავარი კონკურენტი. 1788 წელს ათაბასკის ტბასთან დააარსა სავაჭრო ფაქტორია. ერთი წლის შემდეგ გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში დიდი მონების ტბისა და 4500 კმ-იანი მდინარის გავლით, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. 1801 წელს შეადგინა თავისი მოგზაურობის აღწერა, ხოლო 1802 წელს რაინდის ხარისხში იქნა აყვანილი. 1812 წლიდან ცხოვრობდა შოტლანდიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე მაკენზი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)