ალექსანდრე მაკენზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე მაკენზი

ალექსანდრე მაკენზი
დაბადების სახელი ალექსანდრე მაკენზი
დაბადების თარიღი 1764
სტორნოვეი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი 1820
დანკელდი, შოტლანდია
საქმიანობა მოგზაური

ალექსანდრე მაკენზი (ინგლ. Alexander Mackenzie; დ. 1764 — გ. 12 მარტი, 1820) — შოტლანდიელი მოგზაური. 1793 წელს იგი ათაბასკიდან დასავლეთისაკენ დაიძრა, გადაკვეთა რა კლდოვანი მთები და 20 ივლისს მიაღწია წყნარ ოკეანეს; შესაბამისად, გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გადაკვეთა ჩრდილოეთი ამერიკა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. დაიბადა კუნძულ ლიუისზე, ქალაქ სტორნოვეიში. დედის გარდაცვალების შემდეგ, მაკენზი მამამისთან ერთად საცხოვრებლად ჯერ ნიუ-იორკში, ხოლო შემდეგ მონრეალში გადავიდა. 1779 წლიდან მსახურობდა ჩრდილოეთ-დასავლეთ კომპანიაში, რომელიც იყო ჰუდსონის ყურის კომპანის მთავარი კონკურენტი. 1788 წელს ათაბასკის ტბასთან დააარსა სავაჭრო ფაქტორია. ერთი წლის შემდეგ გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში დიდი მონების ტბისა და 4500 კმ-იანი მდინარის გავლით, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. 1801 წელს შეადგინა თავისი მოგზაურობის აღწერა, ხოლო 1802 წელს რაინდის ხარისხში იქნა აყვანილი. 1812 წლიდან ცხოვრობდა შოტლანდიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]