ათაბასკის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ათაბასკის ტბა
ათაბასკის ტბის სატელიტური ფოტო
ათაბასკის ტბის სატელიტური ფოტო
კოორდინატები: 59°16′ ჩ. გ. 109°27′ დ. გ. / 59.267° ჩ. გ. 109.450° დ. გ. / 59.267; -109.450
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 213 
სიგრძე 283 კმ
სიგანე 50 კმ
ფართობი 7850 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 124 
ჩამდინარე მდინარეები ათაბასკა
გამომდინარე მდინარე მონების მდინარე
ათაბასკის ტბა — კანადა
ათაბასკის ტბა

ათაბასკის ტბა (ინგლ. Lake Athabasca) — დიდი მტკნარწყლიანი ტბა კანადაში, სასკაჩევანისა და ალბერტის პროვინციებში. მდებარეობს მდინარე მაკენზის სისტემის ზემო წელში, ზღვის დონიდან 213 მ სიმაღლეზე. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. გადაჭიმულია ნახევარმთვარისებურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 283 კმ-ზე. ფართობი 7850 კმ², მაქსიმალური სიღრმე 124 მ. დასავლეთი ნაწილი წყალმარჩხია. ჩრდილოეთი ნაპირები მაღალია, კლდოვანი, სამხრეთი — დაბალი. იყინება ოქტომბრის ბოლოს. ტბის დასავლეთ დაბოლოებაში ჩაედინება მდინარე ათაბასკა, გამოედინება მონების მდინარე. განვითარებულია თევზჭერა. არის 23 სახეობის თევზი, მათ შორის: წერი, ფარგა, კალმახი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1961 წელს ტბაში დაიჭირეს კალმახი, რომლის წონამ სარეკორდო 46,3 კგ შეადგინა. ტბის ნაპირებზეა ოქროს საბადოები. ათაბასკის ტბის რაიონშია აგრეთვე ურანის მადნის საბადო. სამხრეთ ნაპირებთან მიბჯენილია ქვიშის დიუნები. ნაპირებზეა რამდენიმე დასახლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]