შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ერიციანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ერიციანი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1841(1841-10-24)[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1902(1902-02-21)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია თბილისის სომხური პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება სომხები[2] [1]
საქმიანობა ისტორიკოსი[2] [1] , არმენოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი[3]
მუშაობის ადგილი კავკაზსკაია სტარინა და Q20510289?[2]
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა
მეუღლე Srbouhi Yeritsyan
შვილ(ებ)ი Garegin Yeritsyan[1]

ალექსანდრე დავითის ძე ერიციანი (ერიცოვი) (სომხ. Ալեքսանդր Դավթի Երիցյան; დ. 24 ოქტომბერი, 1841, თბილისი — გ. 21 თებერვალი, 1902, იქვე) — სომეხი ისტორიკოსი, არქეოლოგი.

სწავლობდა თბილისის ნერსესის სასულიერო-საერო სასწავლებელში, შემდეგ – რუსულ გიმნაზიაში. 1866–1867 წლებში გ. ტ. ალექსანდრიანთან ერთად გამოსცემდა გაზეთ „ვაჭარაკანს“ (ვაჭარი). თანამშრომლობდა თბილისში გამომავალ სომხურ ჟურნალ-გაზეთებთან: „კრუნქ ჰაოც აშხარჰ“ („სომხეთის ქვეყნის წერო“), „მეღუ ჰაიასტან“ („სომხეთის ფუტკარი“), აგრეთვე რუსულენოვან „Кавказ“-ში და სხვ. აგროვებდა და აქვეყნებდა XIX საუკუნის კავკასიის ხალხთა სოციალურ-ეკონომიკურ, ისტორიულ მასალებს. პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული წერილებიდან ქართულ-სომხური ისტორიის ურთიერთობის თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს მისი წერილები: „ახტალის მონასტერი“, „გრაფ ლორის-მელიქიანის გვარტომობისათვის“, „თბილისელი სომხები და მისი სტატისტიკა“ და სხვა. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, უერთდებოდა სომეხ პუბლიცისტ-პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ გაშლილ იმ კამპანიას, რომელიც საქართველოში სომეხთა მექანიკური სიმრავლის შექმნით ცდილობდა ქართულ მიწებზე თავისი „ისტორიული უფლების მტკიცებას“. მათ აღწერეს ქართლ-კახეთის სომხებად მიჩნეული მოსახლეობა და სია ჟურნალ „მურჭში“ („ურო“) გამოაქვეყნეს, უწოდეს რა ამ მოსახლეობას „ვრაც ხოს ჰაიოც“ ქართულად მოლაპარაკე სომხები. რამდენადაც მოკამათე სომხური მხარისათვის მთავარი იყო თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სომეხთა სიჭარბის შთაბეჭდილების შექმნა, ყველა ტრიბუნიდან, ხელაღებით, უარყოფდნენ როგორც ქართველ კათოლიკეების, ისე სომხური სარწმუნოების მქონე ქართველთა კრებულის არსებობის ფაქტსაც კი. ერიციანის წერილში სომხური სარწმუნოების ქართველთა საზოგადოება მთლიანად იყო მიკუთვნებული სომხეთის ეთნოსს.

1871 წლის გაზაფხულზე არქეოლოგიური მისიით იმყოფებოდა ლორეში, რომლის დროსაც დებედის აუზში მოინახულა 36 სოფელი და 29 მონასტერი. აიღო 400-მდე წარწერის ასლი, შეისწავლა ლორის სომხების კილო და გამოიკვლია 8 გამოქვაბული კომპლექსი, რომელიც მდებარეობდა აღპათის, სანაინის, ვარნაკის სოფლების მახლობლად. გამოქვაბულებში აღოაჩინა ხელნაწერთა ბიბლიოთეკა. აღნიშნული მოგზაურობის გამოქვეყნებას ის გეგმავდა თავის წიგნში «Археология древной провинции Армении — Гугарк»[4].

1872 წლის მაისში განახორციელა მისი მესამე არწეოლოგიური ექსპედიცია. თან ხალდა ფოტოგრაფი ე. ვესტლი. გადაიღეს ახტალის, აღპათის, სანაინის, უძის, ქობაირის, დისეგის, ჰნევანქის და წუღრუღაშენის მონასტრების 25 ფოტო. 1872 წელს ფოტოები წარმოდგენილი იყო მოსკოვის პოლიტექნიკურ გამოფენაზე. ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები სოფელ აღპათსა და ქობაირში. მოიარა მრავალი სოფელი და არქიტექტურული ძეგლები: ჰუჯაბი, წუღრუღაშენი, ბოლნისის სიონი და ბოლოს კოჯორთან კაბენით დაბრუნდნენ თბილისში, სადაც ფოტოგრაფმა ვესტლიმ ასევე გადაიღო ფოტოები[5].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Ով ով է. հայեր / Հ. ԱյվազյանԵրևան: Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2005. — ტ. 1.
  2. 2.0 2.1 2.2 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  3. Czech National Authority Database
  4. А. Д. Ерицов, Об археологических разысканиях в Лориийском приставстве летом 1971 года. წგნ.: Известия Кавказского отдела ИРГО, т. 1, ст. 14-16, Тиф., 1872-1873г.
  5. А. Д. Ерицов, Археологические разыскания в Тифлисском уезде. წგნ.: Известия Кавказского отдела ИРГО, т. 1, ст. 128-131, Тиф., 1872-1873г.