კავკაზსკაია სტარინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკაზსკაია სტარინა
Кавказская старина
ენა რუსული
მთავარი რედაქტორი ა. ერიცოვი
პუბლიკაციის დეტალები
პირველი გამოცემის თარიღი 1872
ბოლო გამოცემის თარიღი 1873

„კავკაზსკაია სტარინა“ (რუს. „Кавказская старина“) — ყოველთვიური ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ჟურნალი რუსულ ენაზე. გამოდიოდა თბილისში 1872 წლის ნოემბრიდან 1873 წლის ივნისის ჩათვლით. რედაქტორი-გამომცემელი — ალექსანდრე ერიცოვი.

ჟურნალში იბეჭდებოდა ისტორიული დოკუმენტები, კავკასიის ხალხთა მემატიანეების თხზულებათა თარგმანები, წერილები არქეოლოგიისა და ისტორიის საკითხებზე, ძეგლთა აღწერა და ბიბლიოგრაფია. თანამშრომლობდნენ რაფიელ ერისთავი, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე და სხვა.

ნომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გამოვიდა 8 ნომერი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]