ალენ რენე
ალენ რენე | |
---|---|
ჟულიეტ ბინოში და ალენ რენე | |
დაიბადა | 3 ივნისი, 1922 ვანი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა | 1 მარტი, 2014 (91 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
საქმიანობა | რეჟისორი, მონტაჟისტი, სცენარისტი, ოპერატორი |
ალენ რენე (ფრანგ. Alain Resnais; დ. 3 ივნისი, 1922, ვანი, საფრანგეთი — გ. 1 მარტი, 2014, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი. რენემ სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების რიგს მიეკუთვნება „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959), „შარშან მარიენბადში“ (1961) და „მიურიელი“ (1963).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რენე ბავშვობიდან დაინტერესებული იყო შემოქმედებითი საქმიანობით, ხოლო მცირე ასაკში მას ვიდეო-კამერა აჩუქეს. 14 წლის ასაკში მისი კლასელები მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღო, რომელიც ვერსია იყო პოპულარული თრილერისა, „ფანტომასი“.
რენე ბავშვობიდან ასთმით იტანჯებოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც მან მეორე მსოფლიო ომში წასვლისგან თავის დაღწევა შეძლო. 1940 წელს ის პარიზში გადავიდა, სადაც იგი კინემატოგრაფიული კვლევების ინსტიტუტში სწავლობდა. საფრანგეთში გერმანული ოკუპაციის დროს რენე თეატრით დაინტერესდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის კინოენაზე.[1]
1947 წელს მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომლებიც სამხატვრო ხელოვნებას ეხებოდა. რენე მაშინდელი ფრანგული კომერციული კინოს მიმართ ინტერესს არ იჩენდა და 11 წლის განმავლობაში აგრძელებდა მოკლე ფილმების გადაღებას ვინსენტ ვან გოგის, პოლ გოგენის, პაბლო პიკასოსა და სხვების შესახებ.
კინო-კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავალწლიანი წერის, გადაღებისა და დამუშავების შემდეგ, 1959 წელს, მარგარეტ დურასის სცენარის მიხედვით რენემ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელად „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“. ფილმი მალევე გახდა პოპულარული და ხალხის აღიარება მოიპოვა; მიიღო ჯილდოები კრიტიკოსებისგან ნიუ-იორკისა და კანის კინოფესტივალებზე. [2]
მალევე რენემ თავისი კინემატოგრაფიული სტილით, რომელიც ტრადიციულ ფორმასა და რადიკალურ შინაარსს გულისხმობდა, ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორების ყურადღება მიიპყრო. თუმცა რენე თავისი მსოფლმხედველობით არ მიეკუთვნებოდა ახალ ტალღას, ყოველ შემთხვევაში, არ იყო ნაწილი „კაიე დუ სინემას“ დაჯგუფების. რენე და თავისი თანამოაზრეები (მაგ. ანიეს ვარდა) მარცხენა ფლანგს მიეკუთვნებოდნენ, სწორედ ამის გამო მათ „Left Bank“-ს ეძახდნენ.[3] რენე ამბობდა: „ორმხრივი სიმპათია და პატივისცემა არსებობდა ჩემსა და რივეტს, ბაზინს, დემისა და ტრიუფოს შორის. რომერს კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ნაწერები მომწონდა.“[4]
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რენესთვის დამახასიათებელია არაკონვენციური თხრობის მანერა, დრო და მეხსიერება მისი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე არის ომი და მისი თანმდევი მოვლენები, საკონცენტრაციო ბანაკები, ატომური ბომბი, ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა. ზოგიერთი მას ხმოვანი კინოს პირველ მოდერნისტს უწოდებდა, ზოგიც კუბისტური პერიოდის პიკასოსა და ბრაკს ახსენებდა.[5]
რენეს ფილმები წარმოგვიდგენს პერსონაჟებსა და მათ მიერ ინტერპრეტირებულ რეალობებს. მის ფილმებს ხშირად უწოდებენ „პოეტურ კინოს“.[6]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს რენე ფლორენს მალროზე დაქორწინდა. 1961 წლიდან 1986 წლამდე მალრო მის ასისტენტად მუშაობდა.
1998 წელს დაქორწინდა საბინე აზემაზე, რომელიც რენეს 1983 წლის შემდეგ გამოშვებულ რენეს ფილმების უმეტესობაში მონაწილეობს.
რენე 2014 წლის 1 მარტს პარიზში გარდაიცვალა. იგი მონპარნასის სასაფლაოზეა დაკრძალული.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1959 | ფ | „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ | Hiroshima mon amour | რეჟისორი |
1961 | ფ | „შარშან მარიენბადში“ | L'Année dernière à Marienbad | რეჟისორი |
1963 | ფ | „მურიელი“ | Muriel ou le Temps d'un retour | რეჟისორი |
1966 | ფ | „ომი დასრულდა“ | La guerre est finie | რეჟისორი |
1968 | ფ | „მიყვარხარ, მიყვარხარ“ | Je t'aime, je t'aime | რეჟისორი |
1974 | ფ | „სტავისკი...“ | Stavisky... | რეჟისორი |
1977 | ფ | „განგება“ | Providence | რეჟისორი |
1980 | ფ | ჩემი ამერიკელი ბიძა | Mon oncle d'Amérique | რეჟისორი |
1983 | ფ | „ცხოვრება როგორც რომანი“ | La vie est un roman | რეჟისორი |
1984 | ფ | „სიყვარული სიკვდილამდე“ | L'Amour à mort | რეჟისორი |
1986 | ფ | „მელოდრამა“ | Mélo | რეჟისორი |
1989 | ფ | „მინდა, სახლში წავიდე“ | I Want to Go Home | რეჟისორი |
1993 | ფ | „მოწევა/არმოწევა“ | Smoking/No Smoking | რეჟისორი |
1997 | ფ | „იგივე ძველი სიმღერა“ | On connaît la chanson | რეჟისორი |
2003 | ფ | „ტუჩებზე არა“ | Pas sur la bouche | რეჟისორი |
2006 | ფ | „გულები“ | Cœurs | რეჟისორი |
2009 | ფ | „ველური ბალახი“ | Les Herbes folles | რეჟისორი |
2012 | ფ | „შენ ჯერ არაფერი გინახავს“ | Vous n'avez encore rien vu | რეჟისორი |
2014 | ფ | „რაილის ცხოვრება“ | Aimer, boire et chanter | რეჟისორი |