ფანტომასი (1964 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფანტომასი
რეჟისორი ანდრე იუნებელი
პროდიუსერი სირილ გრიზი
ალან პუარე
სცენარის ავტორი ჟან ალენი
პიერ ფუკო
ნაწარმოები პიერ სუვესტრი
მარსელ ალენი
როლებში ჟან მარე
ლუი დე ფიუნესი
მილენ დემონჟო
მუსიკა მიშელ მანი
სტუდია Gaumont
გამოსვლის თარიღი 4 ნოემბერი 1964 (საფრანგეთი)
ხანგრძლივობა 105 წთ.
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
შემოსავალი 33.7 მილიონი აშშ დოლარი[1]

ფანტომასი“ (ფრანგ. Fantômas) — რეჟისორ ანდრე იუნებელის 1964 წლის ფრანგული კრიმინალური კომედიური ფილმი. მთავარი ბოროტი გმირის, ფანტომასის როლს მასში ასრულებს ჟან მარე. მას უპირისპირდება კომისარი ჟიუვი (ლუი დე ფიუნესი). ჟურნალისტ ფანდორთან (ჟან მარე) ერთად კომისარი ცდილობს ფანტომასის დაჭერას, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად. საფრანგეთში 1964 წელს „ფანტომასი“ იქცა მსოფლიოში ჯეიმზ ბონდის წარმატების გამოხმაურებად. იგი იყო ტრილოგიის პირველი ფილმი[2], რომელმაც ევროპაში, საბჭოთა კავშირში და იაპონიაში დიდი წარმატება მოიპოვა. ფილმების ძირითადი განწყობა პიერ სუვესტრის და მარსელ ალენის ლიტერატურულ პირველწყაროსთან შედარებით უფრო მსუბუქი და სახალისოა..[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1964 French box office. წაკითხვის თარიღი: 28 August 2016
  2. Kate Ince (22 July 2005). Georges Franju. Manchester University Press, გვ. 55. ISBN 978-0-7190-6828-7. 
  3. Dimitris Eleftheriotis (25 January 2002). Popular Cinemas of Europe: Studies of Texts, Contexts and Frameworks. Bloomsbury Publishing, გვ. 84. ISBN 978-1-62356-955-6.