ჟაკ რივეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჟაკ რივეტი
Jacques Rivette Dreaming.jpg
დაბადების სახელი ჟაკ პიერ ლუის რივეტი
დაბადების თარიღი 1 მარტი,1928
რუენი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 2016 (87 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
საქმიანობა რეჟისორი, კინოკრიტიკოსი, თეატრის რეჟისორი
აქტიური 1948-2009
მოძრაობა ფრანგული ახალი ტალღა
მეუღლე(ები)

მარილუ პაროლინი

ვერონიკა მანიეზ-რივეტი

ჟაკ პიერ ლუის რივეტი (ფრანგ. Jacques Rivette; დ. 1 მარტი, 1928, რუანი, საფრანგეთი — გ. 29 იანვარი, 2016, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინორეჟისორი და კინოკრიტიკოსი. ფრანგული ახალი ტალღის წევრი. რივეტმა თავისი კარიერის განმავლობაში გადაიღო ოცდაცხრა ფილმი, მათ შორის არის „კოლინი და ჯული სათევზაოდ მიდიან“ (1974) და „მშვენიერი ონავარი“ (1991).

1980-იანებში მან საქმიანი ურთიერთობა წამოიწყო პროდუსერ მარტინ მარიგნაკთან, რომელიც შემდგომში რივეტის ყველა სრულმეტრაჟიანი ფილმის პროდუსერი გახდა. 2009 წელს გამოსული ფილმის, სახელწოდებით „პატარა მთის ირგვლივ“, შემდგომ, იგი პენსიაზე გავიდა და სამი წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რივეტი ალცჰაიმერით იყო ავად.

1960-იანების დასაწყისამდე იგი დაქორწინებული იყო ფოტოგრაფსა და სცენარისტ მარილუ პაროლინიზე.

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ რეჟისორი გახდებოდა, რივეტს მწერლისა და კინოკრიტიკოსის კარიერა ჰქონდა. 1950 წელს მან, ჟან-ლუკ გოდარმა, ფრანსუა ტრიუფომ და ერიკ რომერმა ერთად დაარსეს კინო-ჟურნალი La Gazette du Cinéma. ჟურნალის წარუმატებლობის შემდეგ მათ გავლენიანი კინოჟურნალისთვის, „კაიერს დუ სინემასთვის“ (Cahiers du Cinéma) დაიწყეს მუშაობა, რივეტი კი მალევე მისი მთავარი რედაქტორი გახდა. „კაიერს დუ სინემას“ მწერალთან, კლოდ შაბროლთან ერთად, იგი ფრანგული ახალი ტალღის შეუცვლელ წევრად იქცა. ამ მოძრაობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფილმებში პირადი პოზიციების მკვეთრად დაფიქსირებასა და საავტორო კინოს.

ჟაკ რივეტი

რივეტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება 1950იან წლებში დაიწყო. 1961 წელს გამოუშვა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“ (Paris nous appartient). 1966 წელს გამოუშვა „მონაზონი“, რომელმაც დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა, ხოლო საფრანგეთის მთავრობის მიერ გარკვეული დრო დაბლოკილი იყო ფილმში რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ გამოხატული მკვეთრად ცინიკური დამოკიდებულების გამო. ფილმი დაფუძნებულია ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის, დენის დიდეროს წიგნზე. იგი ჰყვება ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელსაც ოჯახური პრობლემების გამო აიძულებენ, მონაზონი გახდეს.

რივეტის ყველაზე აღიარებული ფილმი არის „მშვენიერი ონავარი“ (1991), რომელიც კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. რივეტს ჟიურის გრან პრი გადაეცა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რივეტი 2016 წლის 29 იანვარს პარიზში, საკუთარ სახლში, ალცჰაიმერის დაავადების გართულებებით გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1961 „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“ Paris nous appartient რეჟისორი, სცენარისტი
1966 „მონაზონი“ La Religieuse რეჟისორი, სცენარისტი
1969 „გიჟური სიყვარული“ L'Amour fou რეჟისორი, სცენარისტი
1971 „გარეთ 1: არ შემეხო“ Out 1: Noli me tangere რეჟისორი, სცენარისტი
1974 „კოლინი და ჯული სათევზაოდ მიდიან“ Céline et Julie vont en bateau რეჟისორი, სცენარისტი
1976 „დუელი“ Duelle რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ჩრდილოდასავლური ქარი“ Noroît რეჟისორი, სცენარისტი
1981 „კარუსელი“ Merry-Go-Round რეჟისორი, სცენარისტი
1982 „ჩრდილოეთის ხიდი“ Le Pont du Nord რეჟისორი, სცენარისტი
1984 „სიყვარული მიწაზე“ L'amour par terre რეჟისორი, სცენარისტი
1985 „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ Hurlevent რეჟისორი, სცენარისტი
1989 „ოთხთა ბანდა“ La Bande des quatre რეჟისორი, სცენარისტი
1991 „მშვენიერი ონავარი“ La Belle Noiseuse რეჟისორი, სცენარისტი
1994 „მოახლე ჯოანი“ Jeanne la Pucelle რეჟისორი, სცენარისტი
1995 „ზემოთ, ქვემოთ, სათუთი“ Haut bas fragile რეჟისორი, სცენარისტი
1998 „მნიშვნელოვანი საიდუმლო“ Secret défense რეჟისორი, სცენარისტი
2001 „ვინ იცის?“ Va savoir რეჟისორი, სცენარისტი
2003 „მარისა და ჯულიენისისტორია“ Histoire de Marie et Julien რეჟისორი, სცენარისტი
2007 „ლანგეაისის ჰერცოგინია“ Ne touchez pas la hache რეჟისორი, სცენარისტი
2009 „პატარა მთის ირგვლივ“ 36 vues du Pic Saint-Loup რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]