შინაარსზე გადასვლა

ალბერტ I (ბელგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტ I
Albert I
ბელგიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 23 დეკემბერი 1909
მმართ. დასასრული: 17 თებერვალი 1934
წინამორბედი: ლეოპოლდ II
მემკვიდრე: ლეოპოლდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 აპრილი 1875
დაბ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
გარდ. თარიღი: 17 თებერვალი 1934
გარდ. ადგილი: ნამიური, ბელგია
მეუღლე: ელიზაბეთ ბავარიელი
შვილები: ლეოპოლდი
შარლი
მარია ჟოზე
მამა: ფილიპე ბელგიელი
დედა: მარია ლუიზე ფონ ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი

ალბერტ I სრული სახელი ალბერტ ლეოპოლდ კლემენტ მარია მეინრადი (Albert Léopold Clément Marie Meinrad) (8 აპრილი 1875 - 17 თებერვალი 1934) ბელგიის მეფე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან, 1909 - 1934 წლებში. 1900 იქორწინა ელისაბედზე, ბავარიის ჰერცოგის კარლ ფრიდრიხის ასულზე.

ალბერტი იყო ლეოპოლდ II-ს უმცროსი ძმის უმცროსი ვაჟი და არ იყო მეფობისთვის დაბადებული. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო სპორტით, ჯირითით, ალპინიზმით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. იგი პირდაპირი გაგებით წიგნის ჭია იყო, დღეში არანაკლებ ორი წიგნს კითხულობდა, ლიტერატურაზე, სამხედრო საქმეზე, მედიცინაზე, ავიაციაზე. იგი თვითონ ატარებდა მოტოციკლეტს და ისწავლა თვითმფრინავის პილოტობა. თავისი თვისებების გამო, ალბერტი პოპულარული გახდა ბელგიაში, სადაც არ უყვარდათ ლეოპოლდი. გამეფების შემდეგაც მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი გაურბოდა ფუფუნებას, უბრალოდ იღებდა სტუმრებს, უყვარდა მოგზაურობა და იყო კარგი ოჯახის მამა. იგი გატაცებული იყო ალპინიზმით და დაიღუპა 1934 წელს მარშ-ლე-დამის მახლობლად მთაზე ასვლისას.

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: