მარი ჟოზე ბელგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი ჟოზე ბელგიელი
Marie-José de Belgique
Marie-José of Belgium3.jpg
იტალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 მაისი 1946
მმართ. დასასრული: 12 ივნისი 1946
წინამორბედი: ელენა მონტენეგროელი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 აგვისტო 1906
დაბ. ადგილი: ოსტენდი, ბელგია
გარდ. თარიღი: 27 იანვარი 2001, (94 წლის)
გარდ. ადგილი: თონექსი, შვეიცარია
მეუღლე: უმბერტო II, იტალიის მეფე
შვილები: 1. მარია პია
2. ვიტორიო ემანუელე, ნეაპოლის პრინცი
3. მარია გაბრიელა
4. მარია ბეატრიჩე
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: ალბერტ I, ბელგიის მეფე
დედა: ელისაბეთ ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარი ჟოზე ბელგიელი (ფრანგ. Marie-José de Belgique, იტალ. Maria José del Belgio; დაბ. მარი ჟოზე შარლოტა სოფია ამალია ჰენრიეტა გაბრიელა საქსენ-კობურგ-გოთა; დ. 4 აგვისტო 1906, ბელგია - გ. 27 იანვარი 2001, შვეიცარია) — ბელგიის მეფე ალბერტ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელისაბეთ ბავარიელის ქალიშვილი. იტალიის უკანასკნელი დედოფალი მხოლოდ 35 დღით, როგორც უმბერტო II-ის მეუღლე. მისი მმართველობის პერიოდისა და ხანგრძლივობის გამო ხალხმა მას მაისის დედოფალი შეარქვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მარი ჟოზე დაიბდად 1906 წლის 4 აგვისტოს, ბელგიის ზღვისპირა ქალაქ ოსტენდში. იგი იყო ბელგიის მეფე ალბერტ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელისაბეთ ბავარიელის ასული. პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, მშობლებმა მარი ინგლისში გააგზავნეს, სადაც მან უმაღლესი განათლება მიიღო ესექსის უნივერსიტეტში.

1924 წელს მარი ჟოზე პირველად დაესწრო სამეფო ბალს, რომლისთვისაც მას აჩუქეს ოქროს ბრილიანტებიანი ნიღაბი, რომელიც მანამდე ბადენის დიდ ჰერცოგინია სტეფანია ბოარნეს ეკუთვნოდა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლის 8 იანვარს იტალიის დედაქალაქ რომში მარი ჟოზე დაქორწინდა იტალიის ტახტის მემკვიდრე, პიემონტის პრინც უმბერტო სავოიელზე. ამით მარი გახდა პიემონტის პრინცესა, რაც მას იტალიის მომავალ დედოფლად აქცევდა.

მათი უამრავი საქორწინო საჩუქრიდან აღსანიშნავია ფირუზისა და ალმასის ძვირფასი სამკაულები, აგრეთვე ალმასის მშვილდი და რამდენიმე სასახლეც.

წყვილს მრავალწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ოთხი შვილი შეეძინა:

  1. მარია პია (დ. 24 ოქტომბერი 1934 - ცოცხალია), 1955 წელს დაქორწინდა იუგოსლავიის პრინც ალექსანდერზე, რომელსაც 1967 წელს გაეყარა, 2003 წელს კი ცოლად გაჰყვა პრინც მიქაელ ბურბონ-პარმას, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა, მას პირველი ქმრისგან ოთხი შვილი ჰყავს;
  2. ვიტორიო ემანუელე (დ. 12 თებერვალი 1937 - ცოცხალია), ნეაპოლის პრინცი და სავოიის ჰერცოგი, 1971 წელს ცოლად შეირთო მარინა რიკოლფი-დორია, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ვაჟი, ვენეციის პრინცი ემანუელე ფილიბერტო;
  3. მარია გაბრიელა (დ. 24 თებერვალი 1940 - ცოცხალია), სავოიის პრინცესა, 1969 წელს ცოლად გაჰყვა რობერტო ცილინგერ დე ბალკანს, რომელსაც 1990 წელს გასცილდა და რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი;
  4. მარია ბეატრიჩე (დ. 2 თებერვალი 1944 - ცოცხალია), 1970 წელს ცოლად გაჰყვა ლუის რაფაელ რეინა-კორვალან ი დილონს, რომელთანაც 3 ვაჟი შეეძინა;

პიემონტის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს პიემონტის პრინცესა მარი ჟუზე ბელგიელი იტალიაში წითელი ჯვრის პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე გამოჩენილი არისტოკრატი ქალბატონი დაესწრო ცერემონიას, სადაც მარი ჟოზე წითელი ჯვრის პრეზიდენტად დაინიშნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე ნაკლებ დიპლომატიურობას იჩენდა იტალიური სამეფო ოჯახიდან მესამე რაიხის მიმართებით.ნაცისტბმა მისი ძმა, ბელგიის მეფე ლეოპოლდ III ტახტიდან ჩამოაგდეს, რის გამოც მარ გერმანელებისა და ფაშისტი იტალიელი გენერლის, ბენიტო მუსოლინის მოკავშირედ არ რჩებოდა. იგი სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ბენიტოსა და ჰიტლერის მოკავშირეობაზე უარს ამბობდა. როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, პიემონტის პრინცესა იტალიის სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელმაც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

1937 წელს სკანდალი აგორდა. ბენიტო მუსოლინის ვაჟი, რომანო მუსოლინი და პრინცესა მარი ჟოზე სექსუალურ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან. ამის დამამტკიცებლად კი ის დაასახელა, რომ სამხრეთ სანაპიროზე პრინცესა და დიქტატორი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ და ღამე ერთად გაათიეს.

1943 წელს პიემონტის პრინცესა უშედეგოდ ცდილობდა, რომ იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო. ამაში მას ხელს უწყობდა თავად რომის პაპი პავლე VI.

იგი ნაცისტების მომხრე მეფემ და უმბერტომ ამერიკელ ჯაშუშად სცნეს და შვილებთან ერთად ოსტიის ხეობაში გააგზავნეს, რათა სამეფო ოჯახისაგან და პოლიტიკისაგან იზოლირებული ყოფილიყო.

ოსტიიდან იგი შვეიცარიაში ლტოლვილად გადავიდა. სადაც თან გადაიტანა კონტრაბანდული იარაღი, ფული და საკვები. მას პარტიზანული დამნაშავეების ბანდამ ლიდერობაც შესთავაზა, მაგრამ უარი თქვა.

იტალიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იტალიაში მდგომარეობის დალაგების შემდეგ, მარი ჟოზეს მამამთილი, მეფე ვიტორიო ემანუელე III ტახტიდან გადადგა, თავისი ვაჟის, პიემონტის პრინც უმბერტო II-ის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე მარი ჟოზე დედოფალი გახდა. იგი დროებით თავისი მეუღლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან დაათვალიერა ომგადატანილი იტალია, რამაც მასზე პოზიტიური გავლენა იქონია.

ვიტორიო ემანუელე III ტახტიდან 1946 წლის 9 მაისს გადადგა. ამ დროს იტალიაში ამბოხება მძვინვარებდა და ხალხი იტალიის რესპუბლიკად გადაკეთებას მოითხოვდა. ტახტზე ასვლიდან ერთ თვეში უმბერტომ ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 52 %-მა რესპუბლიკურ მმართველობას მისცა ხმა. ვიტორიომ ტახტზე იმიტომ თქვა უარი, რომ უმბერტო და მარი ჟოზე ხალხში უფრო მეტი სიყვარულით სარგებლობდნენ და იმედი ჰქონდა ეს ქვეყანაში მონარქიას შეინარჩუნებდა, მაგრამ ამაოდ. 1946 წლის 12 ივნისს იტალია რესპუბლიკა გახდა და სამეფო ოჯახიც დევნილობაში წავიდა.

დევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო ოჯახი თავიდან დევნილობაში პორტუგალიაში წავიდა, რომლებსაც მალევე უმბერტო გამოეყო. უმბერტო სამოგზაუროდ წავიდა, ხოლო მარი ჟუზე შვილებთან ერთად შვეიცარიაში წავიდა საცხოვრებლად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. მალევე მიიღო ცნობა, რომ უმბერტო ოჯახთან დაბრუნებულა პორტუგალიაში. თუმცა წყვილი მიუხედავად ამისა არასდროს განქორწინებულა. იტალიის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია სამეფო გვარის ყველა წარმომადგენელსა და მათ მეუღლეებს, იტალიის მიწაზე ფეხის დადგმას კატეგორიულად უკრძალავდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარკვეული დროის მანძილზე მარი ჟოზე თავის ქალიშვილ, პრინცესა მარია ბეატრიჩესთან ერთად მექსიკაში ცხოვრობდა.

1983 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარი ჟოზე იტალიაში დაბრუნდა. საიდანაც უმბერტოს დაკრძალვის მეორე დღესვე გააძევეს. უმბერტო ჟენევაში გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი და როგორც გარდაცვლილ მეფეს, პატივი მიაგეს და სამშობლოში დაკრძალვის უფლება მისცეს.

ამის შემდეგ თავად მარიც შვეიცარიაში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 2001 წელს. მის დაკრძალვას 2000 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბელგიის მეფე ალბერტ II, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I და ირანის ბოლო იმპერატრიცა ფარაჰ ფეჰლავი.

გერბი და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Historique du Prix, Fondationreinemariejose.ch; retrieved 10 May 2017.
  • "Antique diamond bow". Christies.com. Retrieved 13 December 2017.
  • Archived 10 March 2016 at the Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]