ავღანეთის საამირო
ავღანეთის საამირო د افغانستان امارت | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ქაბული | ||||||||
ენა | პუშტუ | ||||||||
რელიგია | სუნიტური ისლამი | ||||||||
ფულის ერთეული | ავღანური რუპია | ||||||||
წინამორბედი: დურანის სახელმწიფო |
მემკვიდრე: ავღანეთის სამეფო ბრიტანეთის ინდოეთი | ||||||||
ფართობი | 652,225 კმ | ||||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
- 1823-1829 | დოსთ მოჰამედ ხანი (პირველი) | ||||||||
- 1919-1926 | ამანულა ხანი (ბოლო) | ||||||||
ავღანეთის საამირო (პუშტუ د افغانستان امارت) — ისტორიული სახელმწიფო თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეიქმნა 1823 წელს და არსებობა შეწყვიტა 1926 წელს, როდესაც ამანულა ხანმა ავღანეთის სამეფოს შექმნის შესახებ გამოაცხადა. თავისი არსებობის პერიოდში იგი აქტიურად ებრძოდა ბრიტანეთის იმპერიასა და სიქების იმპერიას, რის გამოც მან დაკარგა მცირე ტერიტორიები, თუმცაღა არსებობა არ შეუწყვეტია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დურანის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, მის ტერიტორიაზე 1823 წელს დოსთ მოჰამედ ხანმა დააარსა ავღანეთის საამირო, რომლის პირველი ამირაც თავადვე გახდა. დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში, 1837 წელს ავღანეთი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიათა ინტერესის სფეროში მოექცა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალმა ვიქტორიამ, სრულიად ინდოეთისა და პაკისტანის დაპყრობის შემდეგ მოქმედება გადაწყვიტა, რასაც 1839 წელს ბრიტანეთ-ავღანეთის პირველი ომი მოჰყვა. ომი 1842 წელს დასრულდა, რა დროსაც ბრიტანელებმა მოახდინეს მთელი ავღანეთის ოკუპაცია, რათა რუსებს არ დაესწროთ მისი დაპყრობა. ვიქტორიასთვის ომი მხოლოდ ცოტა ხანს გამოდგა წარმატებული, რადგანაც მალევე ხელისუფლებაში დაბრუნდა მოჰამედ ხანი, რომელმაც ქვეყნიდან ბრიტანული ჯარები გააძევა.
1863 წელს მოჰამედ ხანი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, შერ ალი ხანმა დაიკავა. აქედან იწყება შინა არეულობა ავღანეთში. 1866 წელს შერ ალი ხანი თავისმა ძმამ, მუჰამედ აფსალ-ხანმა დაამხო, თუმცა 1868 წელს აფსალ-ხანი თავად ჩამოაგდეს. ამის შემდეგ ტახტზე კვლავ შერ ალი ავიდა. აღსანიშნავია, რომ ძმის მმართველობის პერიოდში ალი ხანი დევნილობაში ცხოვრობდა რუსეთში. პრორუსული პოლიტიკის მატარებელი ამირას ტახტზე ასვლამ ბრიტანელები გააღიზიანა. 1878 წლის 21 ნოემბერს ბრიტანელები შევიდნენ ავღანეთში და ჩამოაგდეს ალი ხანი, რის შემდეგაც იგი კვლავ რუსეთში გაიქცა, სადაც 1879 წელს გარდაიცვალა კიდეც. ახალი ამირა, მუჰამედ იაქუბ-ხანი ასევე პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი აღმოჩნდა. რუსებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, იაქუბ-ხანმა 1879 წლის 26 მაისს ბრიტანეთთან ხელი მოაწერა განდამაკის ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც ავღანეთი ბრიტანეთის პროტექტორატში შედიოდა, თუმცა ბრიტანეთი ამირას ტახტსა და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლებას უტოვებდა. 1879 წლის 3 სექტემბერს, ქაბულში მოკლეს ბრიტანეთის ელჩი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა, თუმცა 1880 წელს ახალი ხელშეკრულება დაიდო. 1893 წელს ბრიტანელებმა აიძულეს ავღანები, რომ დურანდის ხაზი გაემაგრებინათ, რომელიც პუშტუნებით დასახლებულ რეგიონს მთლიანად მოჰკვეთდა ავღანეთისგან და ბრიტანეთის ინდოეთს მიუერთებდა.
ავღანეთ-ბრიტანეთის მეორე ომის შემდეგ, ახალმა ამირამ, აბდულ რაჰმან-ხანმა ქვეყანაში ახალ-ახალი რეფორმების გატარება დაიწყო, თავის მოწინააღმდეგეებს კი სასტიკად ჟლეტდა. 1901 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ამირა ჰაბიბულამ დაიკავა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მტრებთან ურთიერთობას და განაგრძო მამისეული რეფორმები. ჰაბიბულა დიდ ბრიტანეთთან შერიგებას ცდილობდა, რისთვისაც 1905 წელს მან გაწყვიტა რუსეთთან არსებული სამშვიდობო ხელშეკრულება. ამის გამო იგი რუსეთ-იაპონიის ომშიც კი ჩაება.
პირველი მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად გერმანიისა და ოსმალეთის მცდელობისა, ავღანეთმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1919 წელს ამირა ჰაბიბულა პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოკლეს, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, ამანულა ხანმა დაიკავა.
ამანულას ტახტზე ასვლიდან მალევე დაიწყო ავღანეთ-ბრიტანეთის მესამე ომი, რომელიც სულ სამ თვეში დასრულდა რულოპინდის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც ავღანეთზე ბრიტანეთის პროტექტორატი გაუქმდა. ამანულამ ქვეყანაში ახალი რეფორმების გატარება განაგრძო და მეტიც, 1926 წელს მან ავღანეთის საამირო სამეფოდ გადააკეთა, თავად კი მისი პირველი მეფე გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Masato Toriya (2017). Afghanistan as a Buffer State between Regional Powers in the Late Nineteenth Century (PDF). Hokkaido Slavic-Eurasian Reserarch Center. pp. 49–62.
- Shultz, Richard H.; Dew, Andrea J. (2006-08-22). Insurgents, Terrorists, and Militias: The Warriors of Contemporary Combat. Columbia University Press. ISBN 9780231503426.
- Baxter, Craig. "The First Anglo–Afghan War". In Federal Research Division, Library of Congress (ed.). Afghanistan: A Country Study. Baton Rouge, LA: Claitor's Pub. Division. ISBN 1-57980-744-5. Retrieved 23 September 2011.
- Dupree: Amir Sher Ali Khan Archived 2010-08-30 at the Wayback Machine
- Smith, Cynthia (August 2004). "A Selection of Historical Maps of Afghanistan – The Durand Line". United States: Library of Congress. Retrieved 2011-02-11.
- Islam and Politics in Afghanistan, Olesen, page 101
- Dijk, Ruud van; Gray, William Glenn; Savranskaya, Svetlana; Suri, Jeremi; Zhai, Qiang (2013-05-13). Encyclopedia of the Cold War. Routledge. ISBN 9781135923105.
- Adamec, Ludwig W. (2012-01-01). Historical Dictionary of Afghanistan. Scarecrow Press. ISBN 9780810878150.
- Aryana, ancient Afghanistan.
- Jawed, Mohammed Nasir (1996-01-01). Year Book of the Muslim World. Medialine.