ჰაბიბულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰაბიბ ხანი

ჰაბიბულა (დ. 3 ივნისი, 1872, ტაშკენტი — გ. 20 თებერვალი, 1919, ჯალალაბადთან) — ავღანეთის ამირა 1901-1919 წლებში. გამგებლობის დასაწყისში პატრიოტული წრეების გავლენით ცდილობდა გაეტარებინა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სახელმწიფოს განმტკიცებას, დიდი ბრიტანეთისაგან მისი დამოკიდებულების შესუსტებას. შემდგომში გამოვიდა ახალგაზრდა ავღანელების წინააღმდეგ, ატარებდა პროინგლისურ პოლიტიკას, ცდილობდა ხელი შეეშალა განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობისათვის. მოკლეს სასახლის შეთქმულების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]