აერობული ორგანიზმები
აერობული ორგანიზმები, აერობები — ორგანიზმები, რომლებსაც ცხოვრება და განვითარება შეუძლიათ მხოლოდ გარემოში თავისუფალი ჟანგბადის () არსებობის პირობებში. ისინი ჟანგბადს იყენებენ როგორც მჟანგავს. აერობულ ორგანიზმებს მიეკუთვნება თითქმის ყველა ცხოველი, მცენარე და სოკო, უმარტივესების უმრავლესობა, აგრეთვე ბევრი პროკარიოტი, ანუ ორგანიზმების აბსოლუტური უმრავლესობა. აერობული ორგანიზმები ბიოლოგიურ ჟანგვას ახორციელებენ უპირატესად უჯრედული სუნთქვის პროცესში — ჟანგვა-აღდგენის რეაქციების (სასუნთქი ჯაჭვის) სერიაში, რომელიც მიმდინარეობს ციტოქრომების მონაწილეობით და სრულდება ციტოქრომოქსიდაზის დახმარებით -ის წყლამდე აღდგენით (ბაქტერიებს აქვთ სხვა ოქსიდაზებიც). აერობულ ორგანიზმებს ასევე აქვთ ფერმენტები (კატალაზა, სუპეროქსიდისმუტაზა), რომლებიც უზრუნველყოფენ -ის არასრული აღდგენის ტოქსიკური პროდუქტების დაშლას. ზოგიერთ ცხოველში, მაგალითად პარაზიტულ ჭიებში, ჟანგბადის გარეშე ცხოვრება მეორეულ შეგუებას წარმოადგენს. აერობულ ორგანიზმებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ფოტოსინთეზის უნარის მქონე მცენარეები და ციანობაქტერიები, რადგან მათ მიერ გამოყოფილი უზრუნველყოფს ყველა სხვა დანარჩენი აერობული ორგანიზმის განვითარებას.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Аэробные организмы // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 599.