ფეხფესვა უდემანსიელა
ფეხფესვა უდემანსიელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hymenopellis radicata (Relhan) R.H. Petersen (2010) | |||||||||||||||
|
ფეხფესვა უდემანსიელა (ლათ. Hymenopellis radicata) — ჰიმენოფელისის გვარის სოკო ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპა, ავსტრალიასა და აშშ-ში.
საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ქუდი. სოკო პირველად აღწერა 1786 წელს ბრიტანელმა მიკოლოგმა რიჩარდ რელანმა როგორც Agaricus radicatus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა რონ პეტერსონმა 2010 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus radicatus Relhan, 1786
- Collybia napipes Sacc. 1887
- Collybia radicans P. Kumm. 1871
- Gymnopus radicatus (Relhan) Gray 1821
- Oudemansiella radicata (Relhan) Singer 1936
აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქუდის დიამეტრი — 3-10 სმ, ბრტყლად ამოზნექილი, ბორცვაკით. კიდებისკენ რადიალურად ზოლიანი, ზედაპირი ლორწოვანი. მოთეთრო ან მოყავისფრო.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები განიერი, სქელი, მეჩხერი, მოთეთრო, კიდეები ყავისფერია.
ფეხის სიგრძე — 10-20 სმ, სისქე — 0,5-0,7 სმ, ქუდისკენ გაწვრილებული, თითისტარისებრი, ძირში ფესვისებურად დაგრძელებული და დაგრეხილი, ხრტილოვანი აგებულების, შუაში გაბერილი, ოდნავ ზოლიანი, თეთრი ან მურა.[1]
რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე (ზოგჯერ სუსტად გამოხატული ხილის სუნით), ახასიათებს მსუბუქი ან მწარე გემო.
სპორები — ფართოელიფსისებრი, უფერული, 12-15X9-11 მკმ.
გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფართოდაა გაცრცელებული ევროპა, ავსტრალიასა და აშშ-ში, აგრეთვე დაფიქსირებულია იაპონიაში, ალჟირსა და თურქეთში.[2]
საპროტროფია[3] ან პარაზიტი. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესად წიფლნარში, ბოტანიკურ ბაღებში, გზების გასწვრივ, გამხმარ და დამპალ ფოთლებს შორის, ასევე დამპალ ხეებზე და მათთან ახლოს, ერთულებად ან მცირე ჯგუფებად.
სეზონი — გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 113, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფეხფესვა უდემანსიელა“ ვიკისაწყობში.
- ფეხფესვა უდემანსიელა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ფეხფესვა უდემანსიელა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 113
- ↑ Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-04-08.
- ↑ Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polisch Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Scienceas. ISBN 83-89648-09-1.