Wookieepedia, ვარსკვლავური ომების ვიკი — ონლაინ ენციკლოპედია, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ვარსკვლავური ომების გამოგონილი სამყაროს შესახებ.[1]საიტზე განთავსებული ინფორმაცია როგორც სერიის ექვსივე არსებულ მხატვრულ ფილმზე, ასევე სერიალზე „კლონების ომები (2008)“ და ზოგადად, ვრცელ სამყაროზე. ეს არის პროფილური ვიკი, რომელიც შეიქმნა, როგორც სერიისადმი მიძღვნილ ვრცელი ენციკლოპედია. სტატიების ნაწილის სიტყვების რაოდენობა 60.000-მდე აღწევს.
სახელწოდება Wookieepedia არის ვიკიპედიის სახუმარო ვერსია, რომელიც წარმოიშვა ვუკის რასის სახელწოდებიდან. საიტის ოფიციალური ლოგოა სიკვდილის ვარსკვლავის გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს დაუსრულებელ პლანეტას და ჰგავს ვიკიპედიის ლოგოს, რომელიც ასევე დაუსრულებელია.