შინაარსზე გადასვლა

Where Does My Heart Beat Now

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Where Does My Heart Beat Now“
სინგლისელინ დიონი
ალბომიდან Unison
გამოსვლის თარიღი 1 ოქტომბერი, 1990
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 4:33 (ალბომის ვერსია)
4:10 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia, Epic
პროდიუსერი კრისტოფერ ნილი
სელინ დიონი — სინგლების ქრონოლოგია
„Unison“
(1990)
Where Does My Heart Beat Now
(1990)
„The Last to Know“
(1991)

Where Does My Heart Beat Now“ — კანადელი პოპ მომღერალ სელინ დიონის სიმღერა. იგი შესულია ინგლისურენოვან სადებიუტო სტუდიურ ალბომ Unison-ში. ეს სიმღერა პირველად სინგლის სახით კანადაში გამოიცა, 1990 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ამერიკაში გამოვიდა იმავე წლის 19 ნოემბერს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – 1991 წელს.[1]

„Where Does My Heart Beat Now“-ს ავტორები არიან რობერტ უაიტ ჯოუნსი და ტეილორ როდსი. სიმღერა შეიქმნა 1988 წელს. მოგვიანებით იგი სელინ დიონმა შეასრულა. სიმღერის პროდიუსერია კრისტოფერ ნილი.

სელინ დიონმა პირველად ეს სიმღერა შეასრულა 1989 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. ამ კონკურსზე მომღერალმა სიმღერა „Ne partez pas sans moi“-ის შესრულების შემდეგ მოიპოვა პირველი ადგილი.

არსებობს „Where Does My Heart Beat Now“-ის მუსიკალური ვიდეოს სამი ვარიანტი: შავ-თეთრი გამოიცა კანადაში (1990), ფერადი შესრულება გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წლის ნოემბერში და აგრეთვე შავ-თეთრი ვერსია, რომელიც შესულია მომღერლის სპეციალურ ვიდიო გამოშვება Unison-ში (1991 წელი).

ეს სიმღერა გახდა ალბომ Unison-ის ყველაზე წარმატებული სინგლი და იყო სელინ დიონის პირველი ინგლისურენოვანი ჰიტი. 2008 წელს გამოიცა მომღერლის კრებული My Love: Essential Collection, რომელშიც პირველ სიმღერად „Where Does My Heart Beat Now“ შევიდა.

„Where Does My Heart Beat Now“ მეოთხე პოზიცია დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში. აგრეთვე მაღალი პოზიცია დაიკავა სხვადასხვა ქვეყნის სიმღერის ჩარტებში.

1991 წლის მარტში სიმღერა სინგლის სახით გაერთიანებულ სამეფოში გამოიცა. მისი მაქსიმალური პოზიცია ბრიტანულ ჩარტებში 81-ე ადგილი იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Glatzer, Jenna (2005). Céline Dion: For Keeps. Andrews McMeel Publishing. ISBN 0-7407-5559-5. 
  2. "Issue 923" ARIA Top 100 Singles. National Library of Australia. წაკითხვის თარიღი: 12 ოქტომბერი 2014.
  3. "Ultratop.be – Céline Dion – Where Does My Heart Beat Now" (ჰოლანდიურად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  4. Hits of the World. Billboard (13 აპრილი 1991). ციტირების თარიღი: 18 მაისი 2015.
  5. Nanda Lwin (1999). Top 40 Hits: The Essential Chart Guide. Music Data Canada. ISBN 1-896594-13-1. 
  6. "Top RPM Singles: გამოცემა 9085." RPM. Library and Archives Canada. წაკითხვის თარიღი: 3 სექტემბერი 2014.
  7. "Top RPM Adult Contemporary: გამოცემა 1424." RPM. Library and Archives Canada. წაკითხვის თარიღი: 3 სექტემბერი 2014.
  8. Hits of the World. Billboard (13 აპრილი 1991). ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი 2014.
  9. "Lescharts.com – Céline Dion – Where Does My Heart Beat Now" (ფრანგულად). Les classement single. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  10. "The Irish Charts – Search Results – Where Does My Heart Beat Now". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  11. "Nederlandse Top 40 – week 10, 1991" (ჰოლანდიურად). Nederlandse Top 40 წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  12. "Dutchcharts.nl – Céline Dion – Where Does My Heart Beat Now" (ჰოლანდიურად). Single Top 100. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  13. "Charts.org.nz – Céline Dion – Where Does My Heart Beat Now". Top 40 Singles. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  14. "Norwegiancharts.com – Céline Dion – Where Does My Heart Beat Now". VG-lista. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  15. "Archive Chart: 19930328" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  16. "Celine Dion – Chart history" Billboard Hot 100 - Celine Dion. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  17. "Celine Dion – Chart history" Billboard Adult Contemporary - Celine Dion. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  18. Top 100 Adult Contemporary Tracks of 1990. RPM (22 დეკემბერი 1990). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-11. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  19. RPM 100 Adult Contemporary Tracks of 1991. RPM (21 დეკემბერი 1991). ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  20. Jaarlijsten 1991 ჰოლანდიურად. Dutch Top 40. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2014.
  21. Topp 20 Single Vinter 1991 Norwegian. VG-lista. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2014.
  22. 22.0 22.1 The Year in Music: 1991. Billboard (21 დეკემბერი 1991). ციტირების თარიღი: 16 მაისი 2015.