Under Wraps

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Under Wraps
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 7 სექტემბერი, 1984
ჩაიწერა გაზაფხული 1984, იენ ანდერსონის სტუდია
ჟანრი ელექტრონული როკი
სინთპოპი
ხანგრძლივობა 43:13 (გრამფირფიტა)
60:33 (CD)
ლეიბლი Chrysalis
პროდიუსერი იენ ანდერსონი
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია
The Broadsword and the Beast
(1982)
Under Wraps
(1984)
A Classic Case
(1985)
სინგლები ალბომიდან Under Wraps
  1. „Lap of Luxury“
    გამოცემის თარიღი: 1984
  2. „Under Wraps No. 1“
    გამოცემის თარიღი: 1984
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic1/5 stars[1]
Sputnik Music1.5/5 stars[2]

Under Wrapsბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წელს. იგი ჩაიწერა იენ ანდერსონის პირად სტუდიაში. სიმღერების ტექსტები ჯაშუშების ცხოვრების აღწერით არის შთაგონებული[3].

ალბომი ნაკლებად პოპულარული იყო, რადგანაც ჰქონდა სინთეზატორის ჟღერადობა, რომელიც 1980-იან წლებს ახასიათებდა, თუმცა მარტინ ბარის თქმით, ეს მისი საყვარელი ალბომია ჯგუფის შემოქმედებაში[4].

ეს არის ჯგუფის ერთადერთი დისკი, სადაც სიმღერების უმეტესობის თანაავტორი ყველა მუსიკოსია. როგორც წესი, სხვა სიმღერების ერთპიროვნული ავტორი იენ ანდერსონი იყო. ეს აგრეთვე არის ჯგუფის ერთადერთი დისკი, სადაც არავინ უკრავს დასარტყმელ საკრავებზე - მათი ყველა პარტია დაპროგრამებულია. საკონცერტო ტურნეში ჯგუფს შეუერთდა დონ პერი, რომელიც მას შემდეგ ჯგუფის მუდმივი წევრი გახდა.

ალბომმა Billboard 200-ში #76, ხოლო ბრიტანეთში - #18 პოზიციას მიაღწია. სინგლი „Lap of Luxury“ #30 ჩარტების პოზიციაზე მოხვდა[5].

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური გრამფირფიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — იენ ანდერსონი და პიტერ-ჯონ ვეტესი, გარდა მითითებულისა..

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Lap of Luxury“ (ანდერსონი)3:35
2.„Under Wraps #1“ (ანდერსონი)3:59
3.„European Legacy“ (ანდერსონი)3:23
4.„Later, That Same Evening“3:51
5.„Saboteur“3:31
6.„Radio Free Moscow“3:40
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Nobody's Car“ (ანდერსონი, ვეტესი, ბარი)4:08
2.„Heat“5:37
3.„Under Wraps #2“ (ანდერსონი)2:14
4.„Paparazzi“ (ანდერსონი, ვეტესი, ბარი)3:47
5.„Apogee“5:28

CD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Lap of Luxury“3:35
2.„Under Wraps #1“3:59
3.„European Legacy“3:23
4.„Later, That Same Evening“3:51
5.„Saboteur“3:31
6.„Radio Free Moscow“3:40
7.„Astronomy“3:38
8.„Tundra“3:41
9.„Nobody's Car“4:08
10.„Heat“5:37
11.„Under Wraps #2“2:14
12.„Paparazzi“3:47
13.„Apogee“5:28
14.„Automotive Engineering“4:05
15.„General Crossing“4:02

CD-ის გვიანდელ გამოცემაში შეტანილია დამატებითი სიმღერები: Astronomy, Tundra, Automotive Engineering და General Crossing. სიმღერის Lap Of Luxury მუსიკალური ვიდეო თანდართულია 2005 წლის გამოცემასთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Patrick Little. Under Wraps - Jethro Tull | სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  2. Jethro Tull Under Wraps Review. Sputnikmusic.com. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  3. Minstrels in the Gallery: History of Jethro Tull by David Rees ISBN 978-0-946719-22-8
  4. Rees, David (1998). Minstrels in the Gallery: A history of Jethro Tull. Firefly. ISBN 0-946719-22-5.
  5. Under Wraps - Jethro Tull | Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Under_Wraps&oldid=4591276“-დან